რადიომოყვარულ დავით მიმინოშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 461

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2023 15:59

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2023

რადიომოყვარულ დავით მიმინოშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“ ) აღნიშნავს , რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის  №  შ-23-9/2991,19.09.23) მიმართა  მოქალაქე დავით მიმინოშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, ბეჟან კალანდაძის 2, ბ. 30) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ დავით მიმინოშვილი არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის №540/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1NAT. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ დავით  მიმინოშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი , ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად  5 წლის ვადით 2023 წლის 28 სექტემბრიდან 2028 წლის 28 სექტემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 C1 - 038

 დავით მიმინოშვილი

 ქ. თბილისი, ბეჟან კალანდაძის 2, ბ. 30

 4L1NAT

 „C“

2.რადიომოყვარული დავით მიმინოშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი  ინსტრუქციების  შესაბამისად,  ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე დავით მიმინოშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე დავით მიმინოშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე              თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები