საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 521

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2023 12:25

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2023

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3590,  09.11.23), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო  ხომალდებისთვის („CAKIROGLU   SALIH REIS“ და „YUNGA“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „CAKIROGLU SALIH REIS“ და „YUNGA“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:

ხომალდის დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული სახმობი

მინიჭებული

MMSI

1.

CAKIROGLU SALIH REIS

HASAN TANSVER /MEMIS TANSVER/BARIS TANSVER

4LZF2

213 615 000

2.

YUNGA

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

4LZG2

213 621 000


2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა   კოლეგიაში   (ქ  .თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები