რადიომოყვარულ ვართკეს მომდჯიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 567

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2023 15:45

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2023

რადიომოყვარულ ვართკეს მომდჯიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“ ) აღნიშნავს , რომ კომისიას განცხადებით   (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-23-9/3561,  07.11.23) მიმართა მოქალაქე ვართკეს მომდჯიანმა (მცხ. ქ.თბილისი, შილდის ქ.28) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვართკეს მომდჯიანი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული, და ფლობდა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების ნებართვას „B“ კატეგორიის სახმობი ნიშნით UF6FJM, რომლის  ხელახალი რეგისტრაცია  კომისიაში  არ  გაუვლია.  რადიომოყვარულ  ვართკეს მომდჯიანს „B“ კატეგორიის 4L4MW სახმობის მინიჭებაზე რეკომენდაცია (თან ერთვის) გაუწია საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ასოციაციამ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ ვართკეს მომდჯიანს სამოყვარულო    რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ  დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 21 დეკემბრიდან 2028 წლის 21 დეკემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B-087

 ვართკეს მომდჯიანი

 თბილისი, შილდის ქ. 28

 4L4MW

 „B“

2.რადიომოყვარული ვართკეს მომდჯიანი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი  ინსტრუქციების  შესაბამისად,  ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული  რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო  რადიოსადგურით  სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე  ვართკეს მომდჯიანისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ვართკეს მომდჯიანისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები