წვდომის მენიუ

კომპანია CZECH SKI ASSOCIATION SBX team-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 66

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2023 12:17

მიღების თარიღი თებერვალი 14, 2023

კომპანია CZECH SKI ASSOCIATION  SBX team-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-8/4620, 19.12.22), მომართა კომპანია CZECH SKI ASSOCIATION SBX team-მა (რეგისტრირებული Czech  republic;  ს.კ. 00537632), დაბა ბაკურიანში 2023  წლის 11 თებერვლიდან 5 მარტამდე სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს  ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წლის 24 იანვარს კომპანია CZECH SKI ASSOCIATION SBX team-ს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში სიხშირის მისანიჭებლად თანხის გადახდაზე გაეგზავნა წერილი, ხოლო 2023 წლის 10 თებერვალს კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში გადმორიცხა თანხა 1000 ლარის ექვივალენტი ევროში, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, კომისიამ 2023 წლის 14 თებერვალს გამოაქვეყნა კომისიის № 8 დღის წესრიგის პროექტი, რომელშიც შეტანილ იქნა კომპანია SKI CZECH SKI ASSOCIATION SBX team-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაცემის საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2023 წლის 14 თებერვალს 17:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების

წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2023 წლის 14 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება 23 დღის ვადით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებდივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს კომპანია CZECH SKI ASSOCIATION SBX team-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 2858 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 172.650 მჰც (ზოლის სიგანით 12,5 კჰც) დაბა  ბაკურიანში,  დაგეგმილი  სათხილამურო  და სნოუბორდის ფრისტაილის (FIS) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, 23 დღით - 2023 წლის 14 თებერვლიდან  5 მარტის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის,  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს   (ქ. სულიაშვილი) კომპანია CZECH SKI ASSOCIATION SBX team-სთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების კომპანია CZECH SKI ASSOCIATION SBX team-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) კომპანია CZECH SKI ASSOCIATION SBX team-სთვის ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები