რადიომოყვარულ ბორის მელნიკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2023 12:03
მიღების თარიღი მარტი 02, 2023
რადიომოყვარულ ბორის მელნიკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/547, 17.02.23) მიმართა მოქალაქე ბორის მელნიკოვმა (მცხ. თბილისი, მუხრანის ქ. 1, ბ 5ა) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ბორის მელნიკოვი არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული, ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს რადიოსიხშირეთა განაწილების, მართვისა და კონტროლის რესპუბლიკური სამმართველოს მიერ სახმობი - 4L1MB მინიჭებული ჰქონდა 1998 წლის 31 დეკემბრამდე, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია. რადიომოყვარულ ბორის მელნიკოვს „C“ კატეგორიის სახმობის მინიჭებაზე რეკომენდაცია (თან ერთვის) გაუწია საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ასოციაციამ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ბორის მელნიკოვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 2 მარტიდან 2028 წლის 2 მარტამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
C - 164 |
ბორის მელნიკოვი |
თბილისი, მუხრანის ქ. 1, ბ 5ა |
4L1MB |
„C“ |
2. რადიომოყვარული ბორის მელნიკოვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ბორის მელნიკოვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ბორის მელნიკოვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
