რადიომოყვარულ დავით ჩხაიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2023 12:09
მიღების თარიღი მარტი 02, 2023
რადიომოყვარულ დავით ჩხაიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/577, 20.02.23) მიმართა მოქალაქე დავით ჩხაიძემ (მცხ. ქ. თბილისი, ვაშლიჯვარის დასახლება, მუხრან მაჭავარიანის 7ა, ბინა 9) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ დავით ჩხაიძე არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის №792/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L7DC. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ დავით ჩხაიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 2 მარტიდან 2028 წლის 2 მარტამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
B1-059 |
დავით ჩხაიძე |
თბილისი, ვაშლიჯვარის დასახლება, მუხრან მაჭავარიანის 7ა, ბინა 9 |
4L7DC |
„B“ |
2. რადიომოყვარული დავით ჩხაიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე დავით ჩხაიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე დავით ჩხაიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
