მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: გ-23-8 / 375

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2023 16:36

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2023

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  2023 წლის  6 ივლისის №გ-23-8/316   გადაწყვეტილებით,   მიწისზედა   სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურებების    განსახორციელებლად  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების  მისაღებად  გამოცხადდა 24 აუქციონი. აღნიშნული  24 აუქციონიდან  1-4 აუქციონების ჩატარების თარიღად 2023 წლის 16 აგვისტოს 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

კომისიის  2023 წლის   6 ივლისის   №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით  გამოცხადებული  №2 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 2 530 900 (ორი მილიონ ხუთასოცდაათი ათას ცხრაასი)  ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 126 545 (ასოცდაექვსი ათას ხუთასორმოცდახუთი) ლარს;

კომისია აღნიშნავს,  რომ  აუქციონში  მონაწილეობის  მისაღებად  კომისიაში  განცხადება წარმოადგინა მხოლოდ   შპს   „სელფი   მობაილმა“   (ს/კ      204450584) (განცხადების   კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-11/2462, 28.07.23). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას 2023 წლის 16 აგვისტოს გასამართი აუქციონებიდან სურს მიიღოს მონაწილეობა №2, №3 და №4 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონებში, რომლიდანაც  სურვილი  აქვს  შეიძინოს  მხოლოდ  ერთი  ლოტი.  განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ასევე    სალიცენზიო    მოსაკრებლის   (3000 ლარის)  გადახდის  დამადასტურებელი საბუთი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის  10%–ის 265 670 ლარის (ბე) გადახდის დამადასტურებელ საბუთი.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი გაიმართა კომისიის 2023 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „სელფი მობაილის“ გენერალური დირექტორი ვასილ ბერიშვილი. ვასილ ბერიშვილმა სხდომაზე დაადასტურა კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში მონაწილეობის სურვილი. კომისიის სააუქციონო   სხდომაზე   აღინიშნა, რომ შპს „სელფი მობაილის“  მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის დაწყებამდე  შემოწმდა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა  და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და  მე-4  პუნქტებით  გათვალისწინებული გარემოების  არსებობა. კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 3400-3700 მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში 100 მჰც–ზე მეტის მფლობელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს

„სელფი მობაილი“ 700 ან 3400-3700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არ ფლობს სიხშირულ რესურსს. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში და 50 მჰც სიხშირულ რესურსს

3400-3700 მჰც რესურსის ფარგლებში კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 აუქციონში შპს „სელფი მობაილის“ გამარჯვების შემთხვევაში იგი გახდება 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 10 მჰც რესურსის მფლობელი, ხოლო 3400-3700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 50 მჰც რესურსის მფლობელი. შესაბამისად სხდომაზე არ გამოვლენილა აუქციონში შპს „სელფი მობაილის“ მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.

„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (2 530 900 ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (126 545 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „სელფი მობაილის“ დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  2 657 445 (ორი მილიონ  ექვსასორმოცდაჩვიდმეტი  ათას ოთხასორმოცდახუთი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის   2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით   გამოცხადებულ   №2   აუქციონში   გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „სელფი მობაილი“ (ს/კ 204450584), რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2 657 445 (ორი მილიონ ექვსასორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასორმოცდახუთი) ლარი.

2. უზრუნველყოს შპს „სელფი მობაილმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2 657 445 (ორი მილიონ ექვსასორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასორმოცდახუთი) ლარის 30%-ს - 797 233.50 (შვიდასოთხმოცდაჩვიდმეტი    ათას    ორასოცდაცამეტი    და    50)    ლარს    გამოკლებული    ბეს სახით  გადახდილი 265 670 (ორასსამოცდახუთი ათას ექვსასსამოცდაათი) ლარი ანუ  - 531 563.50 (ხუთასოცდათერთმეტი ათას ხუთასსამოცდასამი ლარი და 50) ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 1 860 211.50 (ერთი მილიონ რვაასსამოცი ათას ორასთერთმეტი და 50) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. შპს „სელფი მობაილი“ ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს  შორის  სხვაობის  -  531  563.50  (ხუთასოცდათერთმეტი  ათას  ხუთასსამოცდასამი  ლარი  და 50) ლარის  საქართველოს  ცენტრალურ  სახელმწიფო  ბიუჯეტში  გადახდის  დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 531 563.50 (ხუთასოცდათერთმეტი ათას ხუთასსამოცდასამი ლარი და 50) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. შპს „სელფი მობაილის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) შპს „სელფი მობაილის“ მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის (265 670 ლარი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „სელფი მობაილისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სელფი მობაილისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები