მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №4 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-23-8 / 376

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2023 16:46

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2023

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებული №4 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316   გადაწყვეტილებით, მიწისზედა  სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურებების    განსახორციელებლად  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების  მისაღებად  გამოცხადდა 24 აუქციონი. აღნიშნული   24 აუქციონიდან  1-4 აუქციონების  ჩატარების  თარიღად    2023 წლის    16 აგვისტოს    12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

კომისიის  2023 წლის   6 ივლისის   №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით  გამოცხადებული  № 4 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 2 656 700 (ორი მილიონ ექვსასორმოცდათექვსმეტი ათას შვიდასი)  ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 132 835 (ასოცდათორმეტი ათას რვაასოცდათხუთმეტი) ლარს.

კომისია აღნიშნავს,  რომ  აუქციონში  მონაწილეობის  მისაღებად  კომისიაში  განცხადება წარმოადგინა მხოლოდ   შპს   „სელფი   მობაილმა“   (ს/კ      204450584) (განცხადების   კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-11/2462, 28.07.23). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას 2023 წლის 16 აგვისტოს გასამართი აუქციონებიდან სურს მიიღოს მონაწილეობა №2, №3 და №4 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონებში, რომლიდანაც  სურვილი  აქვს  შეიძინოს  მხოლოდ  ერთი  ლოტი.  განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ასევე    სალიცენზიო    მოსაკრებლის   (3000 ლარის)  გადახდის  დამადასტურებელი საბუთი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის  10%–ის 265 670 ლარის (ბე) გადახდის დამადასტურებელ საბუთი.

კომისიის  2023 წლის 16 აგვისტოს  სხდომაზე,  აღინიშნა  რომ  შპს  „სელფი  მობაილი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის  2023 წლის  6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №  2 (პაკეტი/კომბინირებული)   აუქციონში.   ვინაიდან   შპს   „სელფი   მობაილი“ გამოცხადდა გამარჯვებულად კომისიის  2023 წლის  6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ № 2 (პაკეტი/კომბინირებული)  აუქციონში  მის  მიერ  გადახდილი  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% აღარ არის საკმარისი კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4 (პაკეტი/კომბინირებული)  აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. ამასთანავე განაცხადის მიხედვით შპს „სელფი მობაილს“ სურვილი ჰქონდა კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2, №3 და №4 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონებიდან შეეძინა მხოლოდ ერთი ლოტი, შესაბამისად № 4 აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

"რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის   უფლების   მოსაპოვებლად   აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 51  მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით მას აძლევდა საშუალებას მონაწილეობა მიეღო აუქციონში/აუქციონებში, მაგრამ ლიცენზიის მაძიებელმა უარი განაცხადა აუქციონში/აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე და მის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) მეტია იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ზე ან საფასურის 10%-ის ჯამზე, რომელ აუქციონში/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, ლიცენზიის მაძიებელი კარგავს სხვაობას მის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ს ან საფასურის 10%-ის ჯამს შორის, რომელ აუქციონშიც/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) ნაკლები ან ტოლია იმ აუქციონის/აუქციონებისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ზე ან საფასურის 10%-ის ჯამზე, რომელ აუქციონში/აუქციონებშიც მან მონაწილეობა მიიღო, მას ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% (ბე) უკან უბრუნდება ბეს სახით გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის იმ 10%-ს გამოკლებით, რომელიც გათვალისწინებულია იმ აუქციონისთვის, რომელშიც ლიცენზიის მაძიებელმა გაიმარჯვა. ამ შემთხვევებში ლიცენზიის მაძიებელს სალიცენზიო მოსაკრებელი უკან არ უბრუნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს რომ შპს „სელფი მობაილმა“ კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2, №3 და №4 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონებში მონაწილეობისთვის და ამ აუქციონებიდან მხოლოდ ერთი ლოტის შეძენის მიზნით წარმოადგინა სალიცენზიო   მოსაკრებლის (3000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი საბუთი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის 265 670 ლარის   გადახდის დამადასტურებელი საბუთი ამასთანავე შპს „სელფი მობაილი“ გამოცხადდა გამარჯვებულად კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში, შესაბამისად კომპანიის მიერ აუქციონებში მონაწილეობის მიზნით გადახდილ რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ს (265 670 ლარს) გამოაკლდა კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონისთვის გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% ანუ 253 090 ლარი რის შედეგად შპს „სელფი მობაილს“ დარჩა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% - 12 580 ლარი, რაც საკმარისი არ იყო კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №4 აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე არ არის „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 51 მუხლის ვ) ქვეპუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა ვინაიდან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის დარჩენილი 10% (12 580 ლარი) შპს „სელფი მობაილს“ არ აძლევდა საშუალებას მონაწილეობა მიეღო კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №4 აუქციონში შესაბამისად კომპანია არ კარგავს სხვაობას მის მიერ მრავალლიცენზიან (თანმიმდევრულ) აუქციონებში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-სა (ბე) და იმ აუქციონისთვის გათვალისწინებულ  ამოწურვადი  რესურსით  სარგებლობის  საწყისი საფასურის  10%-ს  შორის, რომელ აუქციონშიც მან მონაწილეობა მიიღო. ამასთანავე, მას არ უბრუნდება სალიცენზიო მოსაკრებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 51 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის  2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №4 აუქციონი;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „სელფი მობაილისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები