მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-23-8 / 378

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2023 16:55

მიღების თარიღი აგვისტო 16, 2023

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  2023 წლის  6 ივლისის №გ-23-8/316   გადაწყვეტილებით,   მიწისზედა   სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების  მისაღებად გამოცხადდა 24 აუქციონი.  აღნიშნული   24 აუქციონიდან  1-4 აუქციონების  ჩატარების  თარიღად  2023 წლის 16 აგვისტოს  12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

კომისიის  2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 6 230 000 (ექვსი მილიონ ორასოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 311 500 (სამასთერთმეტი ათას ხუთასი) ლარს;

კომისიის  2023 წლის 16 აგვისტოს  სხდომაზე  აღინიშნა,  რომ  კომისიის  2023 წლის  6 ივლისის №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში  მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას. შესაბამისად აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  ჩაშლილად  გამოცხადდეს  მიწისზედა სისტემებით ელექტრონული  საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონი;

2. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები