მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 (ცალკემდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-23-8 / 387

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 21, 2023 16:08

მიღების თარიღი აგვისტო 18, 2023

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 (ცალკემდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316   გადაწყვეტილებით,   მიწისზედა  სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო    მომსახურებების  განსახორციელებლად  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ლიცენზიების  მისაღებად  გამოცხადდა   24 აუქციონი.  აღნიშნული 24 აუქციონიდან № 5-№10 აუქციონების ჩატარების თარიღად  2023 წლის 18 აგვისტოს 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით  გამოცხადებული №9 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 7 410 000 (შვიდი მილიონ ოთხასათი ათასი)  ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 370 500 (სამასსამოცდაათი ათას ხუთასი) ლარს.

კომისიის  2023 წლის  18 აგვისტოს  სხდომაზე  აღინიშნა,  რომ  კომისიის  2023 წლის  6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №9 აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას. შესაბამისად აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  ჩაშლილად  გამოცხადდეს  მიწისზედა სისტემებით  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის  2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 აუქციონი;

2. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.  გადაწყვეტილება   შეიძლება  გასაჩივრდეს ქ.თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში; 

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ნათია კუკულაძეთავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები