მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №11 (ცალკემდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-23-8 / 403

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2023 16:31

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2023

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებული №11 (ცალკემდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 6 ივლისის№გ-23-8/316  გადაწყვეტილებით, მიწისზედა  სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 24 აუქციონი. აღნიშნული 24 აუქციონიდან № 11-№21 აუქციონების ჩატარების თარიღად  2023 წლის  21 აგვისტოს  12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

კომისიის 2023 წლის 6 ივლისის№გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №11 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 432000 (ოთხასოცდათორმეტი ათასი) ლარის  ოდენობით;  აუქციონის  ბიჯი  შეადგენს  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 21 600 (ოცდაერთი ათას ექვსასი) ლარს.

კომისიის  2023 წლის 21 აგვისტოს  სხდომაზე  აღინიშნა,  რომ  კომისიის 2023 წლის  6 ივლისის  №გ-23-8/316   გადაწყვეტილებით   გამოცხადებულ   №11  აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას. შესაბამისად აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის  2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №11 აუქციონი;

2.დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე       თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე   წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები