მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №12 (ცალკემდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-23-8 / 404

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 23, 2023 13:34

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2023

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებული №12 (ცალკემდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 6 ივლისი №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად  გამოცხადდა 24 აუქციონი.  აღნიშნული  24 აუქციონიდან № 11-№21 აუქციონების ჩატარების თარიღად 2023 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №12 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 432000 (ოთხასოცდათორმეტი ათასი) ლარის ოდენობით;  აუქციონის  ბიჯი  შეადგენს  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 21 600 (ოცდაერთი ათას ექვსასი) ლარს.

კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე  აღინიშნა, რომ კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №12  აუქციონში  მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას. შესაბამისად აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გაწყვიტა:

1.ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის  2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №12 აუქციონი;

2.დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე           თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები