მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №22 (ცალკემდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-23-8 / 406

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2023 15:58

მიღების თარიღი აგვისტო 23, 2023

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებული №22 (ცალკემდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 24 აუქციონი. აღნიშნული 24 აუქციონიდან № 22-№24 აუქციონების ჩატარების თარიღად 2023 წლის 23 აგვისტოს 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №22 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 108 000 (ასრვა  ათასი)  ლარის  ოდენობით;  აუქციონის  ბიჯი  შეადგენს  რესურსით  სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ  5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარს.

კომისიის  2023 წლის  23 აგვისტოს  სხდომაზე  აღინიშნა,  რომ  კომისიის  2023 წლის  6 ივლისის №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ № 22 აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას. შესაბამისად აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  ჩაშლილად გამოცხადდეს  მიწისზედა  სისტემებით ელექტრონული  საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის  2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №22 აუქციონი;

2. დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები