წვდომის მენიუ

შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-28-18 / 168

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2023 16:31

მიღების თარიღი აპრილი 06, 2023

შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან (N23-10-432, 28/02/2023 და N23-10-567,23/03/2023) ირკვევა, რომ შპს „გურია-ნეტს“, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 664.11 ლარი (სექტემბერი -ნაშთი - 28.10 ლარი, ოქტომბერი ნოემბერი და დეკემბერი 2022). კომპანიას ასევე, კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებებისა (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 30 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-23-03/643, 27/03/2023) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

„შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის Nგ-22-18/147 გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის გამო.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N 23-10-553, 21/03/2023) ირკვევა, რომ შპს „გურია-ნეტის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5% წარმოდგენილი 1,9 გაანგარიშების ფორმების შესაბამისად შეადგენს 1,851.61 ლარს.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან დამატებით (N 23-10-612, 30/03/2023) ირკვევა, რომ შპს „გურია-ნეტს“ 2023 წლის 30 მარტის მდგომარეობით, 2022 წლის პერიოდზე (სექტემბერი- 28,10 ლარი, ოქტომბერი-222.91 ლარი, ნოემბერი - 192,42 ლარი, დეკემბერი-220,68 ლარი), ჯამურად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 664.11 ლარის ოდენობით, რომელიც ამ დროისთვის გადახდილი არ არის. ასევე, შპს „გურია-ნეტს“ არ წარმოუდგენია 2023 წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების 1,9 ფორმა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისიის 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გურია-ნეტის“ წარმომადგენელი, შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2023 წლის 6 აპრილს. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-23-03/703, 30/03/2023).

კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „გურია-ნეტის“ წარმომადგენელი ზ.კოვძანაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ინკასო მოიხსნება, როდესაც დაიფარება ყველა საბიუჯეტო დავალიანება. ამ ეტაპზე კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს რეგულირების საფასურის დავალიანება.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N23-10-432, 28/02/2023);

2.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-567, 23/03/2023);

3.კომისიის შეტყობინება (Nგ-23-03/643, 27/03/2023) გაგზავნილი შპს გურია-ნეტისთვის“ კომისიის 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე დასწრების მიზნით;

4.„შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის Nგ-22-18 /147 გადაწყვეტილება;

5.კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  (N 23-10-546, 21/03/2023);

6.კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N23-10-553, 21/03/2023);

7.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის  ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გურია-ნეტის“  შესახებ მონაცემები.

8.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 23-10-612, 30/03/2023);

9.კომისიის შეტყობინება (N გ-23-03/703, 30/03/2023) გაგზავნილი შპს გურია-ნეტისთვის“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე დასწრების მიზნით;

10.შპს „გურია-ნეტის“ წარმომადგენლის ზ.კოვძანაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს  „გური-ნეტი”  წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 26/11/2013).

2.შპს „გურია-ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.შპს  „გურია-ნეტის“  მიერ  კომისიაში  წარმოდგენილი  რეგულირების  საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 664.11 ლარის ოდენობით (2022 წლის სექტემბერი - 28.10 ლარი, ოქოტმბერი- 222.91 ლარი, ნოემბერი -192,42 ლარი, დეკემბერი-220,68 ლარი).

4.შპს „გურია-ნეტს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

5.„შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის Nგ-22-18/147 გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის გამო;

6.შპს „გურია-ნეტის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5% არ აღემატება 3000 ლარს.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრიი საფუძვლები და დასაბუთება

1.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი;

2.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული  პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის    N95/19    გადაწყვეტილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები და დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით,  ელექტრონული    კომუნიკაციების    სფეროში    ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების საფასურის გაანგარიშების (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების   წარმოუდგენლობით შპს „გურია-ნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების  საფუძველს  წარმოადგენს.  გამომდინარე  იქიდან,  რომ   შპს „გურია-ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის (რეგულირების საფასურის  გაანგარიშებებისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობისათვის) გამოყენებული არ ყოფილა, მის ამ სამართალდარღვევას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება.

ამასთან, რეგულირების საფასურის გადაუხდელობით შპს „გურია-ნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ „შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 24 მარტის Nგ-22-18/147 გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული (ანალოგიური) დარღვევისთვის (რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო კომპანიამ, ერთი წლის განმავლობაში ახალი ანალოგიური დარღვევა ჩაიდინა, ასევე ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ შეუსრულებია მასზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებები, მას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ვინაიდან, შპს „გურია-ნეტის“ ბოლო 12 თვის შემოსავლის 0,5% არ აღემატება 3000 ლარს.

როგორც აღინიშნა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. განსახილველ შემთხვევაში კომისიის მიერ ერთდროულად განიხილება შპს „გურია-ნეტის“ მიერ ჩადენილი ორი სამართალდარღვევა - რეგულირების საფასურის გაანგარიშების (1.9 ფორმა) და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების   წარმოუდგენლობა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობა. ხსენებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის წარმოუდგენლობისთვის კომპანიისთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ზომაა - წერილობით გაფრთხილება, რეგულირების საფასურის გადაუხდელობისთვის - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გურია-ნეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევისთვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის. შესაბამისად, შპს „გურია-ნეტს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

ამასთან, შპს „გურია ნეტს“ უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების - 664.11 ლარის გადახდა  10 სამუშაო დღის ვადაში. კომპანიას ასევე, უნდა დაევალოს 2023 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა)10 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და  გადახდის  წესების  შესახებ“  კომისიის 2005  წლის  28  ოქტომბრის  №12  დადგენილებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შპს  „გურია-ნეტს“ დაეკისროს  ჯარიმა  3000  ლარის  ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“  ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2.უზრუნველყოს შპს „გურია-ნეტმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის:

ა)გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  302003251;

ბ)გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში  წარმოდგენა;

3.შპს „გურია-ნეტს“ დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების - 664.11 ლარის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;

4.უზრუნველყოს  შპს „გურია-ნეტმა“  10  სამუშაო  დღის  ვადაში  2023  წლის იანვრისა  და თებერვლის  თვეების  სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმებისა  და რეგულირების  საფასურის გაანგარიშებების (1.9 ფორმა) კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების შპს „გურია- ნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7.გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „გურია-ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

9.კონტროლი  გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები