შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-24-1 / 142

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2024 12:52

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 მარტი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა“ (ს/ნ 200002120) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/1323, 12.03.2024) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2024 წლის პირველი აპრილი;

ი) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „გრუნი“/“GRUNI”.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

ა) კომპანიის განცხადება;

ბ) შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; პარტნიორთა კრების ოქმი; სადამფუძნებლო შეთანხმება; ინდივიდუალური წესდება;

გ)  საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია; დ) სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ვ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

ზ) ფინანსური მმართველობის ანგარიშგებები.

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 12 მარტს შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, კერძოდ შევსებული და წარმოდგენილი იყო ფორმის პირველი გვერდი დანარჩენი გვერდები არ იყო შევსებული;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია, კერძოდ დეკლარაციის მე-3 სტრიქონში მითითებული უნდა ყოფილიყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში მითითებული ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

გ) ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, კერძოდ    ფორმაში მითითებული უნდა ყოფილიყო ის აქტივები რაც კომპანიას დღეის მდგომარეობით ერიცხება ბალანსზე;

4. ასევე განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

5. კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-24-03/709, 18.03.2024წ.).

II. სამოტივაციო ნაწილი

6. კომისიის 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოადგინა 2024 წლის 25 მარტს (წერილი №გ-24-6/1736).

7. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371  მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ (ს/ნ 200002120) დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელია მამუკა თავხელიძე (პ/ნ 01020006864), ხოლო 25%-იანი წილის მფლობელია ეკატერინე ბატიაშვილი (პ/ნ 01005011489). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

9. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ (ს/ნ 200002120) ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად მათ მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

10. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ (ს/ნ 200002120) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ (ს/ნ 200002120) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ ან ლიცენზირებულ პირებთან არ დგინდება.

11. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 28 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენელი ნინო მაჭავარიანი. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს. კომისიის სხდომაზე ნინო მაჭავარიანმა ასევე დააზუსტა მოთხოვნა და რადიომაუწყებლობის დაწყების თარიღად 2024 წლის პირველი აპრილის მაგივრად 2024 წლის პირველი მაისი განსაზღვრა.

12. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია,  რომ  უნდა  განხორციელდეს შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“ (ს/ნ 200002120) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; 

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის  გავრცელების ტექნოლოგია და  აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2024 წლის პირველი მაისი;

ი) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

2. შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

ვ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს“ კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას):

ა) აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „გრიგოლ  რობაქიძის  სახელობის  უნივერსიტეტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები