შპს „ენმედიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2024 15:10
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2024
შპს „ენმედიას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
განმცხადებელი: შპს „ენმედია“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 12 სექტემბერი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „ენმედიამ“ (ს/ნ 405695207) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-
7/3683, №შ-24-7/3685 27.08.2024) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ენმედია“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - გორის მულტიპლექსი;
ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);
ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;
ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის გავლიდან 4 თვე;
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ჩვენი არხი“.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ენმედიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) კომპანიის განცხადება;
ბ) შპს „ენმედიას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია; დ) სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; დაფინანსების გეგმის დანართი;
ვ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ზ) ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, აუდიტის დასკვნა;
3. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 27 აგვისტოს შპს „ენმედიას“ მიერ, წარმოდგენილ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:
ა) განცხადების ფორმა. შევსებული და წარმოდგენილი იყო განცხადების ძველი ფორმა.
ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. შევსებული და წარმოდგენილი იყო დაფინანსების გეგმის ფორმა, რომელიც განკუთვნილია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებაზე ავტორიზაციისთვის;
გ) წარმოდგენილ ცნობებში და აუდიტის დასკვნაში მითითებული იყო რომ დოკუმენტაცია წარმოდგენილია მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე.
4. კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-24-03/1871, 02.09.2024წ.). წერილში კომპანიას განემარტა, რომ თუ არხი გავრცელდება თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების საშუალებით უნდა წარმოადგინოს თანამგზავრულ ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება შპს „ენმედიას“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ; ასევე თუ არხი გავრცელდება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის მულტიპლექსოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება შპს „ენმედიას“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.
II. სამოტივაციო ნაწილი
6. კომისიის 2024 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ენმედიამ“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოადგინა 2024 წლის 6 სექტემბერს (წერილი №გ-24-7/3893). წერილში კომპანიამ დააზუსტა რომ ამ ეტაპზე არ სურს გავრცელდეს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების საშუალებით ასევე წარმოადგინა ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება.
7. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ენმედიას“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ენმედიას“ (ს/ნ 405695207) დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია ნიკო ნანეტაშვილი (პ/ნ01024073561), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელია ბექა ნანეტაშვილი (პ/ნ 01024073562). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
9. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „ენმედიას“ (ს/ნ 405695207) ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად მათ მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე შპს „ენმედიას“ (ს/ნ 405695207) ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზეც არ იძებნება.
10. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „ენმედიას“ (ს/ნ 405695207) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „ენმედიას“ (ს/ნ405695207) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეების ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ ან ლიცენზირებულ პირებთან არ დგინდება.
11. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 12 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ენმედიას“ (ს/ნ405695207) წარმომადგენელი ნიკო ნანეტაშვილი. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „ენმედია“ (ს/ნ 405695207) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.
12. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ენმედიას“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „ენმედია“ (ს/ნ 405695207) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - გორის მულტიპლექსი;
ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;
ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის გავლიდან 4 თვე;
ი) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.
2. შპს “ენმედიას” ავტორიზაციის თარიღია: 12.09.2024, 16:33სთ.
3. შპს „ენმედია“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
4. დაევალოს შპს „ენმედიას“ კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ენმედიასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ენმედიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
