წვდომის მენიუ

შპს „რჩეული არხის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-24-1 / 538

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2024 12:23

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2024

შპს „რჩეული არხის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „რჩეული არხი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 21 ნოემბერი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „რჩეულმა არხმა“ (ს/ნ 405735058) (კომისიაში რეგისტრაციის№შ-24-7/4904,18.11.2024) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „რჩეული არხი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)   ციფრული   მიწისზედა   სატელევიზიო   ქსელი   -   რუსთავის   მულტიპლექსი,   მარნეულის მულტიპლექსი, ბოლნისის მულტიპლექსი, სენაკის მულტიპლექსი;

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო); ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2025 წლის 8 თებერვალი;

ი) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული  სატელევიზიო  არხის  ბრენდული  სახელწოდება იქნება „რჩეული“.

2.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რჩეული არხის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

ა) კომპანიის განცხადება;

ბ) შპს „რჩეული არხის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ)  საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია; დ) სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ვ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

ზ) ცნობა ნებადართული კაპიტალისა  და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, აუდიტის დასკვნა;

თ) წერილები მულტიპლექსოპერატორებისგან (სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ და შპს „ტელეკომპანია ეგრისი“) შპს „რჩეული არხის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.

II. სამოტივაციო ნაწილი

3.კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“,„ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.კომისიის 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „რჩეულ არხს“ დოკუმენტაცია სრულყოფილად აქვს წარმოდგენილი. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა  შპს „რჩეული არხის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ  იქნა  დეკლარაციაში  მითითებული  ინფორმაციის  შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან,  კერძოდ: წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  თანახმად  შპს  „რჩეული  არხის“  (ს/ნ405735058) დირექტორია ზურაბ ლიპარტელიანი (პ/ნ 01025002072), ხოლო პარტნიორები არიან თამთა წუწუნავა (პ/ნ 01026000639)–50% და ანა ლიპარტელიანი (პ/ნ 01024065363)–50%. წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

5.კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „რჩეული არხის“ პარტნიორების მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად მათ მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე  შპს „რჩეული არხის“ პარტნიორების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ- გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზეც არ იძებნება.

6.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „რჩეული არხის“    ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „რჩეული არხის“ (ს/ნ 405735058) ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ ან ლიცენზირებულ პირებთან არ დგინდება.

7.კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 21 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „რჩეული არხის“ დირექტორი ზურაბ ლიპარტელიანი. მან სხდომაზე საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ შპს „რჩეული არხი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

8.კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

9.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „რჩეული არხის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს„რჩეული  არხი“  (ს/ნ  405735058) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - რუსთავის მულტიპლექსი, მარნეულის მულტიპლექსი, ბოლნისის მულტიპლექსი, სენაკის მულტიპლექსი;

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო

ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2025 წლის 8 თებერვალი;

ი) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში.

2.შპს „რჩეული არხი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3.დაევალოს შპს „რჩეულ არხს“ კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რჩეული არხისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „რჩეული არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე       თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები