შპს „მალტისოფტის“ მიერ შპს „ჯეო-ტივის“ საოპერაციო აქტივების ნაწილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-11 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 15:55

მიღების თარიღი იანვარი 18, 2024

შპს  მალტისოფტის“ მიერ შპს ჯეო-ტივის საოპერაციო აქტივების ნაწილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 27 დეკემბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ.-23-6/4340) მიმართეს  შპს  „მალტისოფტმა“  (ს/კ  405059289)  და  შპს  „ჯეო-ტივიმ“  (ს/ნ:  : 406046577)„მალტისოფტის“ მიერ „ჯეო-ტივის“ საოპერაციო აქტივების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. „მალტისოფტის“ 2024 წლის 8 იანვრის წერილით (რეგისტრაციის ნომერი შ-24-6/22 ) დაზუსტდა, რომ „მალტისოფტის“ მიერ მოხდება შპს„ჯეო-ტივის“ საოპერაციო აქტივის ნაწილის შეძენა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობის მიღების და ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში   შპს „მალტისოფტსა“ და კომისიაში ავტორიზებულ პირს, შპს „სერვისბოქსს“ შორის საოპერაციო აქტივებზე გაფორმდება იჯარის ხელშეკრულება და შპს „სერვისბოქსი“ უზრუნველყოფს „ჯეო- ტივისგან“ შეძენილი საოპერაციო აქტივებით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებას  მომხმარებლებისთვის უწყვეტად.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს„მალტისოფტი“ 2019 წლის 21 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს„მალტისოფტის“ დირექტორი არის დავითი ხაბაზიშვილი, ხოლო კომპანიის დამფუძნებლები არიან:

 

სახელი

გვარი

პირადი ნომერი

წილი(%)

 

დავით

ჯიქია

01006007528

70

 

გიორგი

ჯანაშია

01008012787

30

კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის შესაბამისად,  შპს„მალტისოფტი“ ფლობს 80%-იან წილს ავტორიზებულ პირ შპს „სერვისბოქსში“, ხოლო შპს„მალტისოფტის“ დამფუძნებლებიდან დავით ჯიქია წარმოადგენს ავტორიზებული პირი შპს„მულტინეტის“ დირექტორს და 80%-იანი წილის მფლობელს. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ბაზის მიხედვით შპს „მულტინეტი“ 2023 წლის ივნისიდან არ ოპერირებს.

შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად მულტინეტი, მალტისოფტი და სერვისბოქსი ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.

შპს„ჯეი-ტივი“   2011 წლის 30 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში    ავტორიზებულ პირს და  მას    ავტორიზაცია  გავლილი  აქვს     ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

ამონაწერის და კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრის  მონაცემების თანახმად „ჯეო-ტივის“ დამფუძნებელი და დირექტორი არის:

 

სახელი

გვარი

პირადი ნომერი

წილი(%)

 

თამაზ

ოთარაშვილი

01029002037

100

შპს„ჯეო-ტივი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებ შიწილებს არ ფლობს, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად იგი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არის, ხოლო მისი დამფუძნებელი/დირექტორი თამაზ ოთარაშვილი ფლობს 17%-იან წილს ავტორიზებულ პირ „ალიანსი ტივიში“, რომელსაც აქვს 0,1%-იანი ბაზრის წილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ქ. თბილისში   და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად შპს „ჯეო-ტივი“ და „ალიანს ტივი“ არიან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „მალტისოფტი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის იჯარის მომსახურებას. აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 26 269 ლარი შეადგინა (დღგ-ს გარეშე). შპს ,,მალტისოფტის“   საცალო ინტერნეტ  მომსახურებით  2023  წლის ნოემბრის მონაცემებით ქ. თბილისში 3 იურიდიული პირი  სარგებლობს.

 
შპს„ჯეო-ტივი“ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ და მაუწყებლობის ტრაზიტით მომსახურებას ქ. თბილისში და აღნიშნულ მომსახურებიდან აბონენტების რაოდენობამ და შემოსავალმა 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში შეადგინა:

 

 

 

მომსახურება

 

შემოსავლები (ლარი დღგ- ს გარეშე)

საბაზრო

წილი შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

 

აბონენტების რაოდენობა

საბაზრო წილი

(აბონენტების მიხ.) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

საცალო ინტერნეტი

 

179 076

 

 

 

0,09%

 

633

 

0,13%

მაუწყებლობის

ტრანზიტი

 

30 136

 

0,04%

 

187

0,06%

როგორც აღინიშნა,   ტრანზაქციის   განხორციელების   შემდეგ   შპს   „ჯეო-ტივის“ აბონენტები მიიღებენ მომსახურებას შპს„სერვისბოქსისაგან“, ხოლო შპს „სერვისბოქსს“ ავტორიზაცია აქვს გავლილი კომისიაში, როგორც ინტერნეტ მომსახურების, ასევე, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებაზე, ამასთან, მისი საბაზრო წილები შესაბამის სეგმენტებზე ქ. თბილისში არის შემდეგი: ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის მიხედვით 0,12%, მაუწყებლობის ტრანზიტზე აბონენტების რაოდენობის მიხედვით 0,96%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ჯეო-ტივის“ საოპერაციო აქტივების „მალტისოფტის“ მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ არსებობს თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს თანხმობა შპს „ჯეო-ტივის“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივების ნაწილის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე;

2.შპს „ჯეო-ტივის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „ჯეო-ტივიმ“ უნდა უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

3.განემარტოთ შპს„ჯეო-ტივის“  და  შპს  „მალტისოფტს“,  რომ  ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს„ჯეო-ტივის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

4.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6   (ექვსი)   თვის   განმავლობაში.   აღნიშნულ  ვადაში  ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები   ვალდებული არიან ხელახლა მიმართონ კომისიას თანხმობის მისაღებად;

5.დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის ა(ა)იპ კომპანიებისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

6.გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   ამ   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის კომპანიებისათვის  ჩაბარების დღიდან;

7.გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.თბილისის საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს  (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები