შპს „სქაიტელის“ პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: გ-24-11 / 234

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2024 16:17

მიღების თარიღი მაისი 30, 2024

შპს  „სქაიტელის“ პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“)  2024 წლის  14 მაისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ.-24-6/2292, დამატებით იმავე დღეს შ,24-6/2296) მიმართა შპს „სქაიტელმა“ (ს/კ 400013748) კომპანიის პარტნიორთა  წილის ცვლილებაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს “სქაიტელის” 15% წილის მფლობელ ლევან  ხუნდაძეს განზრახული აქვს შპს “სქაიტელში” თავისი კუთნილი წილის სრულად გასხვისება, კერძოდ, წილის 10%-ის დახურული  სააქციო  საზოგადოება  “თიმ  ინვესტზე”  და  წილის  5%-ის  ფიზიკურ  პირ ედუარდ ჯანოაშვილზე (01021013108).

კომისიის მოთხოვნის შესაბამისად (კომისიიდან გასული წერილების რეგისტრაციის ნომერი Nგ-24-08/1076 16,05,2024 და Nგ-24-08/1109 23,05,2024) შპს “სქაიტელმა” დამატებით   წარმოადგინა დოკუმენტაცია: 2024 წლის 27 მაისს კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-24-6/2469 და 2024 წლის 30 მაისს  კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-24-6/2504.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის  ან  წილის,  აქციების  ან  საოპერაციო  აქტივის  შეძენის  განზრახვის  შესახებ კომისიას უნდა  ეცნობოს  შეძენის  განხორციელებამდე.  შეტყობინების  ვალდებულება  ეკისრება ავტორიზებულ პირს,  რომელიც  მონაწილეობს  შერწყმაში,  ან  რომლის  წილის,  აქციების,  ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია  უფლებამოსილია  შერწყმის  ან  შეძენის  თაობაზე  ავტორიზებული  პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „სქაიტელი“ 2011 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს  და  მას  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს  ელექტრონული  კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 

ადგილობრივი საშუალებებით

დაშვების

(სადენიანი)

ქსელითა

და/ან

(სადენიანი)

ქსელის

ტერმინალური

უზრუნველყოფა

 

 

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ პარტნიორები არიან:

პარტნიორი/დირექტორი

კომპანიის წილი

ბესიკ მოსაშვილი (პირადი: 01011078628)

30%

ნინო თოთაძე (პირადი: 49001012246)

20%

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“

30%

ედუარდ ჯანოაშვილი (პირადი:01021013108)

5%

ლევან ხუნდაძე (პირადი: 01030016587)

15%

დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი (პირადი: 01017007444)

 

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“ სომხეთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები ჰაიკ ესაიანი და ალექსანდრ ესაიანი, დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტის“ მფლობელობის სტრუქტურა წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე:

 

 

შპს „სქაიტელი“ , მისი პარტნიორები და მისი წარმომადგენელი - დირექტორი არჩილ ხოჯაშვილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სქაიტელი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ფიქსირებული უკაბელო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას. აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით 29 294 404 ლარი შეადგინა (დღგ-ს გარეშე), შპს ,,სქაიტელის“  საცალო ინტერნეტ მომსახურებით  2024 წლის მარტის მონაცემებით 64 941 აბონენტი სარგებლობს, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტთა რაოდენობამ 1 858 შეადგინა.

საცალო მომსახურების კატეგორია

შემოსავლები 2023-

2024 მარტის ჩათვლით პერიოდი (ლარი დღგ-ს გარეშე)

საბაზრო წილი

აბონენტების რაოდენობა

საბაზრო წილი (აბონენტების მიხ.)

ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება

29 137 637

5.85%

64 941

5.64%

მაუწყებლობის ტრანზიტი

156 767

0.011%

1 858

0.14%


შპს ,,სქაიტელი“ ასევე ახორციელებს საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარის მომსახურებას და ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი   არხების იჯარის მომსახურებას, აღნიშნული საბითუმო საქმიანობებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტის მდგომარეობით 1 715 442 ლარი შეადგინა:

 

საბითუმო მომსახურების კატეგორია

შემოსავლები (ლარი, დღგ-ს გარეშე

 

2023 წ.

2024 წ. პირველი კვარტალი

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა

 

33,000.00

 

8,250.00

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - ლოკალური და გლობალური ინტერნეტი

 

1,069,996.52

 

273,879.05

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარა -

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის იჯარა

 

248,223.03

 

34,097.81

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარა

 

 

 

38,396.07

 

 

 

9,599.02

 

სულ

 

1,389,615.62

 

325,825.88


უნდა აღინიშნოს, რომ შპს ,,სქაიტელი“ კომისიის მიერ განსაზღვრულ არცერთ შესაბამის საბაზრო სეგმენტზე არ არის ნაცნობი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად. კომპანია ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შემოსავლებისა და აბონენტების საბაზრო წილის მიხედვით საქართველოს მასშტაბით მე-3 ადგილს იკავებს შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ შემდეგ. ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების საცალო სეგმენტზე ბაზრის წილების დინამიკა შემდეგია:

შპს „სქაიტელის“ მიერ კომისიისთვის მომართვით გათვალისწინებული ტრანზაქცია არ გულისხმობს ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ორ ავტორიზებულ პირს შორის შერწყმას ან ერთი ავტორიზებული პირის მიერ მეორე ავტორიზებული პირის წილის შეძენას ან ახალი დამფუძნებლის შემოყვანას. ტრანზაქციის განხორციელებით ხდება არსებულ პარტნიორებს შორის წილების გადანაწილება და შესაბამისად პარტნიორთა წილების გადანაწილებას ექნება შემდეგი სახე:

 

პარტნიორი

კომპანიის წილი

ბესიკ მოსაშვილი (პირადი: 01011078628)

30%

ნინო თოთაძე (პირადი: 49001012246)

20%

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“

40%

ედუარდ ჯანოაშვილი (პირადი:01021013108)

10%

აღნიშნული  ფაქტორების  გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ  სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის აუცილებელი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სქაიტელის“ მიერ პარტნიორთა წილის ცვლილება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ არსებობს თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „სქაიტელს“  შპს „სქაიტელის“ წილის 10%-ის დსს „თიმ ინვესტის“ მიერ და 5%-ის ფიზიკური პირი ედუარდ ჯანოაშვილის მიერ  შეძენაზე.

2.  განემარტოს  შპს  „სქაიტელს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  შპს  „სქაიტელის“ პარტნიორთა წილის ცვლილების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ   გადაწყვეტილებით   კომისიის   მიერ   გაცემული   თანხმობა   ძალაშია   გადაწყვეტილების მიღებიდან 6   (ექვსი)  თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში  ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანია  ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „სქაიტელისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისათვის ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს  (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები