წვდომის მენიუ

შპს „ჰოსტნოუდსის“ ( ს/ნ:420423198) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-11 / 315

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2024 16:02

მიღების თარიღი ივლისი 25, 2024

შპს „ჰოსტნოუდსის“ ( ს/ნ:420423198) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) 2024 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართეს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3140 22.07.2024,) შპს „ჰოსტნოუდსის“ (ს/ნ:420423198) კომპანიის დამფუძნებლებმა, ფიზიკურმა პირებმა  სანდრო ძნელაძემ და არჩილ გოგიამ, მათ მიერ კომპანიის დამფუძნებლის და 35%-იანი წილის მფლობელის ფიზიკური პირი ეკატერინე კახიანის წილის სრულად შეძენაზე  წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კერძოდ, განცხადების მიხედვით მოთხოვნილია თანხმობას ეკატერინე კახიანის მფლობელობაში არსებული კომპანიის 10%-ის წილის პარტნიორ სანდრო ძნელაძის მიერ შეძენაზე და ეკატერინე კახიანის მფლობელობაში არსებული კომპანიის 25%-ის წილის პარტნიორ არჩილ გოგია სმიერ შეძენაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ჰოსტნოუდსი“ 2016 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მომსახურებიდან, კერძოდ, ჰოსტინგის მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2023 იანვრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით შეადგინა 417 353.86 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც ჰოსტინგით მომსახურების სეგმენტზე შემოსავლების 5%-ს შეადგენს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჰოსტნოუდსის“ პარტნიორები არიან:

 

სახელი

გვარი

წილი(%)

 

არჩილი

გოგია

35

 

ეკატერინე

კახიანი

35

 

სანდრო

ძნელაძე

30

განცხადებით    მოთხოვნილი    ტრანზაქციის    განხორციელების    შემდეგ    პარტნიორთა    წილის გადანაწილება იქნება შემდეგი:

სახელი

გვარი

წილი(%)

არჩილი

გოგია

60

სანდრო

ძნელაძე

40

გარდა ამისა, არჩილ გოგია ასევე კომპანიის დირექტორია.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ჰოსტნოუდსი“ და მისი პარტნიორები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ჰოსტნოუდსის“ პარტნიორის ეკატერინე კახიანის წილის კომპანიის დამფუძნებლების, ფიზიკური პირების სანდრო ძნელაძეს და არჩილ გოგიას მიერ განცხადებით მოთხოვნილი პირობებით შეძენაზე თანხმობის     მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაშია 6 თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ჰოსტნოუდსს“ :

1.1. ეკატერინე  კახიანის  მფლობელობაში  არსებული  კომპანიის  10%-ის  წილის  პარტნიორ სანდრო ძნელაძის მიერ შეძენაზე;

1.2. ეკატერინე კახიანის მფლობელობაში არსებული კომპანიის 25%-ის წილის   პარტნიორ არჩილ გოგიას  მიერ შეძენაზე.

2.  განემარტოს შპს „ჰოსტნოუდსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ჰოსტნოუდსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6  თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ჰოსტნოუდსი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჰოსტნოუდსისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ).

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  ან  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს

„ჰოსტნოუდსისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ჰოსტნოუდსისათვის“ ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური                      თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე                 წევრი

ეკატერინე  იმედაძე             წევრი

ივანე მახარაძე                     წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები