შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომის” წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2024 14:18
მიღების თარიღი აგვისტო 29, 2024
შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომის” წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში “კომისია“) შემოვიდა შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომის” (ს/ნ 226112471) დირექტორის ეკატერინე ნოზაძის მიმართვა (კომისიაში რეგისტრაციის შ-24-6/3627 თარიღი: 22.08.2024), რომლითაც კომპანია ითხოვს დამფუძნებელთა წილის გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემას. კერძოდ, კომპანიის 35% წილის მფლობელ გიორგი ქურდაძეს და 45%-იანი წილის მფლობელ მარიამ ჯაფარიძეს განზრახული აქვთ კუთვნილი წილების სრულად გასხვისება ფიზიკურ პირ ნინო მაჭავარიანზე (01024002377) .
შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი” წარმოადგენს როგორც მაუწყებლობის სფეროში, ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შესაბამისად მასზე სრულად ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის თანახმად კომისია ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის ავტორიზირებული პირთა უწყებრივი რეესტრის შესაბამისად შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი” 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
2015 წლი 14 ივლისიდან კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის სფეროში და წარმოადგენს კერძო მაუწყებელს.
მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა
მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა
|
|||||||||||||||||||
მაუწყებლობის ქვესახეობა: ავტორიზაციის ნომერი:
ავტორიზაციის თარიღი: თემატიკა/სხვა
თემატიკები:
მაუწყებლობის ხანგრძლი განმავლობაში: მაუწყებლობის
ენა/ენები:
გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყ. დაწყების ვადა:
'მაუწყებლობის შესახებ' საქართველოს კანონის კრიტერიუმები
ხელმისაწვდომობა:
საერთო ტელემაუწყებლობა
ბრენდული დასახელება:
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, კომპანიის დამფუძნებლები არიან::
|
|
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
|
|
მარინა |
კუპატაძე |
20 |
|
|
მარიამ |
ჯაფარიძე |
45 |
|
|
გიორგი |
ქურდაძე |
35 |
კომპანიის მიერ განზრახული ცვლილების შედეგად წილების გადანაწილება იქნება
|
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
|
მარინა |
კუპატაძე |
20 |
|
ნინო |
მაჭავარიანი |
80 |
კომისიის უწყებრივი რეესტრის შესაბამისად კომპანიის დამფუძნებელები, კომპანიის დირექტორი ეკატერინე ნოზაძე და ფიზიკური პირი ნინო მაჭავარიანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან. ამასთან, შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომის” ერთ ერთი დამფუძნებელი გიორგი ქურდაძე წარმოადგენს შპს “მთავარი არხის” დირექტორს.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომის” ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებიდან არ უფიქსირდება შემოსავალი, ხოლო მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა:
|
ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი |
2023 |
2024 |
|
მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავალი(ლარი, დღგ-ს გარეშე) |
83,628.44 |
34,366.39 |
წინამდებარე გადაწყვეტილებით შეფასებულია ტრანზაქციის თავსებადობა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. შესაბამისად წინამდებარე საკითხის ფარგლებში კომისიის მხრიდან თანხმობის გაცემა ტრანზაქციის განხორციელებაზე არ გაათავისუფლებს კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად არ არსებობს შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომისთვის” წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომს” :
a) გიორგი ქურდაძეს მფლობელობაში არსებული კომპანიის 35%-ის წილის ფიზიკური პირი ნინო მაჭავარიანის მიერ შეძენაზე;
b) მარიამ ჯაფარიძეს მფლობელობაში არსებული კომპანიის 45%-ის წილის ფიზიკური პირი ნინო მაჭავარიანის მიერ შეძენაზე.
2. განემარტოს შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომს”, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი” ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი” ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომისათვის” გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ტელე- რადიო კომპანია ბორჯომისათვის” ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს “ტელე-რადიო კომპანია ბორჯომისათვის” ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
