შპს „იპნეტის“ ( ს/ნ:434176660) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2024 16:14
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2024
შპს „იპნეტის“ ( ს/ნ:434176660) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) 2024 წლის 24 სექტემბრის განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4192 24.09.2024,) შპს „იპნეტის“ (ს/ნ:434176660) დამფუძნებელმა, ფიზიკურმა პირმა აბილ ალიევმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის 100%-იანი წილიდან 50%-ის ფიზიკური პირი ზემფირა აზიზბეკოვზე გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „იპნეტი“ 2022 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალუ საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესუ და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებ უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენ და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, კომპანია ოპერირებს გარდაბნის რაიონში და შესაბამისად ავტორიზებულ მომსახურებიდან, კერძოდ, ინტერნეტ მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა და აბონენტების რაოდენობამ შეადგინა:
|
შპს "იპნეტ" |
შემოსავალი ინერნეტ მომსახურებიდან მომსახურებიდან 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე) |
276,404 |
აბონენტების რაოდენობა 2024 წლის ივლისის მდგომარეობით |
797 |
აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
3% |
აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
4% |
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „იპნეტი“ და მომავალი პარტნიორი ფიზიკური პირი ზემფირა აზიზბეკოვი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ. ხოლო კომპანიის პარტნიორი და დირექტორი აბილ ალიევი ფლობს 95%-იან წილს ავტორიზებული პირ შპს „გეო ვლანში“ და ასევე არის ამ კომპანიის დირექტორი. შესაბამისად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არის.
შპს „გეო ვლანი“ 2011 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „გეო ვლანი“ და მისი 5% იანი წილის მფლობელი ჯამალ ვალიევი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, კომპანია ოპერირებს გარდაბნის რაიონში და შესაბამისად ავტორიზებულ მომსახურებიდან, კერძოდ, ინტერნეტ მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა და აბონენტების რაოდენობამ შეადგინა:
|
შპს "გეო ვლან" |
შემოსავალი ინერნეტ მომსახურებიდან მომსახურებიდან 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე) |
621,239 |
აბონენტების რაოდენობა 2024 წლის ივლისის მდგომარეობით |
1 815 |
აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
7% |
აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
10% |
ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ შპს „იპნეტი“ და შპს „გეო ვლანი“ ერთად გარდაბნის რაიონში დაიკავებენ შესაბამისად
აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
10% |
აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
14% |
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „იპნეტის“ პარტნიორის აბილ ალიევის 100% წილიდან 50%-ის ფიზიკურ პირ ზემფირა აზიზბეკოვზე გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაშია 6 თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების
ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „იპნეტს“ მისი დამფუძნებლის აბილ ალიევვის წილიდან 50%-ის ფიზიკური პირი ზემფირა აზიზბეკოვის მიერ შეძენაზე.
2. განემარტოს შპს „იპნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად,წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „იპნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „იპნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „იპნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ).
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „იპნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „იპნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი