წვდომის მენიუ

შპს ,,სიმნეტის“ (ს/ნ 424066441), შპს „ჰაილაინის“ (ს/ნ: 442260811), შპს “ეარლაინის” (ს/ნ 442730788) და შპს „დრაივლაინის“ (ს/ნ 442261605) შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-11 / 522

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 12, 2024 10:59

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2024

შპს ,,სიმნეტის“ (ს/ნ 424066441), შპს „ჰაილაინის“ (ს/ნ: 442260811), შპს “ეარლაინის” (ს/ნ 442730788) და შპს „დრაივლაინის“ (ს/ნ 442261605) შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2024 წლის  24 ოქტომბერს  განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის  Nშ-24-6/4635  24.10.2024)  მიმართეს შპს „სიმნეტმა“(ს/ნ 424066441), შპს „ჰაილაინმა“ (ს/ნ: 442260811), შპს “ეარლაინმა” (ს/ნ 442730788) და შპს „დრაივლაინმა“ (ს/ნ 442261605,) კომპანიების შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კერძოდ, შპს “სიმნეტს” შეერწყმება შპს შპს „ჰაილაინი“ (ს/ნ: 442260811), შპს “ეარლაინი” (ს/ნ 442730788) და შპს „დრაივლაინი“ (ს/ნ 442261605).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

ტრანზაქციაში მონაწილე პირები შპს „სიმნეტი“ , შპს „ჰაილაინი“ და შპს „დრაივლაინი” და შპს “ეარლაინი” წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „სიმნეტს“ 2012 წლის 4 მაისიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს „ჰაილაინს” 2013 წლის 19 სექტემბრიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

შპს „დრაივლაინს” 2015 წლის 19 თებერვლიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს „ეარლაინს ” 2015 წლის 16 მარტიდან  ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად: შპს „სიმნეტის“ დირექტორი და კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე (პ/ნ 01010007185). კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად,  შპს  „სიმნეტი“  ფლობს 100%-იან წილებს  შპს  „ეარლანიში“,  შპს  „ჰაილაინში“  და შპს „დრაივლაინში“, ხოლო ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე წარმოადგენს აღნიშნული კომპანიების დირექტორს. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „სიმნეტი“ არ არის ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებთან, გარდა შპს „ეარლაინი“, შპს „ჰაილაინი“ და შპს „დრაივლაინისა“.

განხილული ტრანზაქციის ელექტრონული კომუნიკაციების   ბაზრის   შესაბამის   სეგმენტზე გავლენის შესაფასებლად  წარმოგიდგენთ  ინფორმაციას  შპს  „ეარლანის“,    შპს  „სიმნეტის“,  შპს „ჰაილაინის”-ის და შპს „დრაივლაინის“ აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების შესახებ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე.

შპს „სიმნეტი“, შპს „ჰაილაინი”, შპს „ეარლაინი“და შპს „დრაივლაინი“  ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიისა და ოპტიკური ქსელის გამოყენებით. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „სიმნეტის“, შპს „ჰაილაინის“, შპს „ეარლაინის“ და შპს „დრაივლაინის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა და აბონენტების რაოდენობამ   2023 წლის იანვრიდან   2024 წლის აგვისტოს ჩათვლით კომპანიების მიხედვით შეადგინა:

 

შპს "სიმნეტი"

შპს "დრაივლაინი"

შპს "ჰაილაინი"

შპს „ეარლაინი"

შემოსავლები ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით (დღგ-ს გარეშე)

 

 

767,009

 

 

208,170

 

 

609,095

 

 

159,234

აბონენტების რაოდენობა 2024 წლის  მდგომარეობით

 1,512

 514

 1,534

 357

შემოსავლების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 0.2%

 2%

 2.1%

 9%

აბონენტების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 0.30%

 2.1%

 2.8%

 9,1%

რეგიონების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის რეგიონში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

რაიონში სულ აბონენტების რაოდენობა

 დრაივლაინის წილი

 სიმნეტის წილი

 ჰაილაინის წილი

 ეარლაინის წილი

 ადიგენის რაიონი

 3,075

 

 11.3%

 

 

 ასპინძის რაიონი

 2,095

 

 21.0%

 

 

 ახალციხის რაიონი

 8,746

 

 8.2%

 

 

 ბორჯომის რაიონი

 14,334

 

 0.0%

 

 

 ზუგდიდის რაიონი

 24,591

 

 

 0.01%

 

 თბილისი

 484,193

 

 0.001%

 

 

 მარტვილის რაიონი

 3,736

 0.5%

 

 0.3%

 

 სენაკის რაიონი

 7,484

 

 

 0.3%

 

 ჩხოროწყუს რაიონი

 3,857

 8.8%

 

 33.0%

 

 წალენჯიხის რაიონი

 3,422

 0.4%

 

 1.2%

 9,1%

 ხობის რაიონი

 4,741

 3.0%

 

 3.9%

 

 ხონის რაიონი

 4,196

 

 

 0.02%

 

აღსანიშნავია, რომ შპს „დრაივლაინი“ და შპს „ჰაილაინი“ ოპერირებენ ერთი და იგივე რაიონში და შერწყმის შემდეგ შპს „სიმნეტი“ ჩხოროწყუს რაიონში დაიკავებს შედარებით დიდ, 41,8%-ზე მეტ ბაზრის წილს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რაიონში ოპერირებს კიდევ 6 ინტერნეტ პროვაიდერი

 ჩხოროწყუს რაიონში ინტერნეტ პროვაიდერები

best.net

მაგთიკომი

ორდუნეტ

პრონეტ PRONET სილქნეტი სქაიტელი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჰაილაინის“, შპს „ეარლაინის“ და  შპს „დრაივლაინის“ შპს „სიმნეტთან” შერწყმა  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ტრანზაქციაზე  თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს თანხმობა შპს „სიმნეტს“, შპს „დრაივლაინს“,  შპს  „ეარლაინს“ და შპს „ჰაილაინს“ შერწყმაზე;

2.ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიებმა  უნდა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და    მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის  17 მარტის №3  დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

3.განემარტოს შპს „სიმნეტს“, რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  ზემოთ  აღნიშნული კომპანიების შერწყმის შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

4.ამ   გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია   გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებული არიან ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

5.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „სიმნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

6.გადაწყვეტილება  ძალაში შედის ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64), შპს „სიმნეტისათვის“ ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  ჩაბარების  დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები