წვდომის მენიუ

შპს „ლოკალნეტის“ ( ს/ნ:400301801) მფლობელის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-11 / 529

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2024 11:59

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2024

შპს „ლოკალნეტის“ ( ს/ნ:400301801)  მფლობელის ცვლილებაზე  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში “კომისია“) შემოვიდა შპს „ლოკალნეტის“ (400301801) დირექტორის მარიკა კახნიაშვილის მიმართვა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4737  04.11.2024), სადაც კომპანიის დირექტორი ითხოვს  დამფუძნებლის ცვლილებაზე  წინასწარი თანხმობის  მიცემას.  როგორც  მიმართვაში  აღნიშნულია,  კომპანიის დამფუძნებლის, კახაბერ კახნიაშვილის გარდაცვალების შემდგომ 2024 წლის  8 ივლისს გაფორმებულია სამემკვიდრეო დოკუმენტი (ნოტარიულად  დამოწმებული,   N240855171 თანდართული დოკუმენტი) მის  შვილზე  მარიკა  კახნიაშვილზე,  შესაბამისად,  სამემკვიდრეო პროცესის დასრულების შემდეგ  შპს „ლოკალნეტის“ მფლობელი გახდება ფიზიკური პირი მარიკა კახნიაშვილი.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    26-ე მუხლის  შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის   ან   შეძენის   განხორციელებამდე.   შეტყობინების   ვალდებულება   ეკისრება ავტორიზებულ პირს,   რომელიც   მონაწილეობს   შერწყმაში   ან   რომლის   წილის,   აქციების   ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

კანონი არ ასხვავებს შეძენის ფორმებს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ნებისმიერი პირის  წილის/აქციების  ერთი  პირიდან  მეორეში  გადასვლა  იქნება  ეს  ნასყიდობის, ჩუქების, მემკვიდრეობის თუ სხვა გზით, საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას,

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია  უფლებამოსილია  შერწყმის  ან  შეძენის  თაობაზე  ავტორიზებული  პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ლოკალნეტი“ 2021 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალუ საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესუ და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებ უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენ და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, კომპანია ოპერირებს ზესტაფონის და ხარაგაულის რაიონებში და შესაბამისად ავტორიზებულ მომსახურებიდან, კერძოდ, ინტერნეტ მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა და აბონენტების რაოდენობამ შეადგინა:

 

შპს "ლოკალნეტი"

 შემოსავალი ინერნეტ მომსახურებიდან   მომსახურებიდან 2023 წლის იანვრიდან 2024

წლის სექტემბრის ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე)

145531

 აბონენტების რაოდენობა 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით

 308

 აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 2,3%

 აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 2%


ზემოთ აღნიშნული სამემკვიდრეო პროცესის დასრულების  შემდეგ კომპანიის დირექტორი მარიკა კახნიაშვილი გახდება კომპანიის  100%-იანი წილის მფლობელი. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ლოკალნეტი“, მისი მფლობელი და დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ლოკალნეტისათვის“ დამფუძნებლის ცვლილებაზე  თანხმობის  მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაშია  6 თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ლოკალნეტს“ მისი დამფუძნებელი გახდეს ფიზიკური პირი მარიკა კახნიაშვილი.

2. განემარტოს შპს „ლოკალნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ლოკალნეტისათვის“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ლოკალნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ).

5.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  ან  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს „ლოკალნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ლოკალნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.    კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები