წვდომის მენიუ

შპს „ჰოსტნოუდსის“ ( ს/ნ:420423198) წილის გასხვისებაზე და შპს „პროსერვისთან“ (ს/ნ: 204929168) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-11 / 543

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2024 12:00

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2024

შპს „ჰოსტნოუდსის“ ( ს/ნ:420423198) წილის გასხვისებაზე და შპს „პროსერვისთან“ (ს/ნ: 204929168) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) 2024 წლის 15 ნოემბერს განცხადებით მიმართეს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4892 15.11.2024,) შპს „ჰოსტნოუდსის“ (ს/ნ:420423198) და შპს “პროსერვისის“ (ს/ნ: 204929168) დამფუძნებლებმა, ფიზიკურმა პირებმა რევაზ ნატროშვილმა, სანდრო ძნელაძემ და არჩილ გოგიამ, შპს „ჰოსტნოუდსის წილის შპს „პროსერვისის“ დამფუძნებლის რევაზ ნატროშვილის მიერ სრულად შეძენაზე და  „ჰოსტნოუდსის“   შპს „პროსერვისთან“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ჰოსტნოუდსი“ 2016 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მომსახურებიდან, კერძოდ, ჰოსტინგის მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2023 იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგინა 535 550.83 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც ჰოსტინგით მომსახურების სეგმენტზე შემოსავლების 4%-ს შეადგენს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჰოსტნოუდსის“ პარტნიორები არიან:

სახელი

გვარი

წილი(%)

არჩილი

გოგია

60

სანდრო

ძნელაძე

40

გარდა ამისა, არჩილ გოგია ასევე კომპანიის დირექტორია.

კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „პროსერვისი“ 2011 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება 

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მომსახურებიდან, კერძოდ, ჰოსტინგის მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2023 იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგინა 2 827 746.9 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც ჰოსტინგით მომსახურების სეგმენტზე შემოსავლების 22%-ს შეადგენს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „პროსერვისის“ 100% პროცენტიანი წილის მფლობელი და კომპანიის დირექტორი არის  რევაზ ნატროშვილი. ამასთან კომპანიის მეორე დირექტორია გიორგი ნატროშვილი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „პროსერვისი“, შპს „ჰოსტნოუდსი“ და მისი პარტნიორები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებაზე  მოთხოვნილი თანხმობის  მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაშია  6 თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს თანხმობა შპს „ჰოსტნოუდს“ ( ს/ნ:420423198)  :

1.1.შპს „ჰოსტნოუდსის“ პარტნიორების ფიზიკური პირი არჩილ გოგიას (60%) და ფიზიკური პირი სანდრო ძნელაძეს(40%) მფლობელობაში არსებული კომპანიის წილების ფიზიკური პირი რევაზ ნატროშვილის მიერ სრულად შეძენაზე;

1.2.შპს „პროსერვისთან“ (ს/ნ: 204929168) შერწყმაზე.

2.ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა

3.განემარტოს შპს „ჰოსტნოუდსს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ჰოსტნოუდსი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

4.ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ჰოსტნოუდსი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

5.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჰოსტნოუდსისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ).

6.გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჰოსტნოუდსისათვის“ ჩაბარების დღიდან.

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ჰოსტნოუდსისათვის“ ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

8.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე      თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე     წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები