წვდომის მენიუ

შპს ,,სტერეო +“-ის (ს/კ 204986408) წილის 25%-ის ფიზიკური პირი რობი ქევხიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-11 / 550

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2024 15:41

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2024

შპს ,,სტერეო +“-ის (ს/კ 204986408) წილის 25%-ის ფიზიკური პირი რობი ქევხიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2024 წლის 18 ნოემბერს მიმართეს განცხადებით   (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/4921, 18.11.2024) შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებლებმა ფიზიკური პირის რობი ქევხიშვილის მიერ შპს ,,სტერეო +“-ის (ს/კ 204986408) დამფუძნებლის ლევან ზილფიმიანის წილიდან კომპანიის წილის 25%-ის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს ,,სტერეო +“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.3  მონაცემთა გადაცემა მონაცემთა გადაცემა

B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

B.S.4   თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

B.S.5   სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება

B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

შპს  „სტერეო+“-ს  2013  წლის  20  ნოემბერს  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს  მაუწყებლობის  შემდეგ სახეზე:

მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა

მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა.

ავტორიზაციის ნომერი: BR-31 ავტორიზაციის თარიღი: 20/11/2013 00:00 თემატიკა/სხვა თემატიკები: გასართობი/მუსიკალური

მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 20

მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული

გავრცელების ტექნოლოგია,    არეალი    და    მაუწყ. 

დაწყების    ვადა:    ციფრული    (MUXE მულტიპლექსი - 17/06/15), თანამგზავრული(საქართველო - 10/01/14), სხვა ტექნოლოგია(საქართველო - 10/01/14)

ხელმისაწვდომობა: უფასო (ციფრული), უფასო (თანამგზავრული), უფასო (სხვა ტექნოლოგია) ბრენდული დასახელება: სტერეო+

ასევე შპს „სტერეო+“ ფლობს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად №MUX-B და №MUX-E ლიცენზიებს.

მეწარმეთა და  არასამეწარმეო  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  ამონაწერის  თანახმად შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებლები და წარმომადგენლები არიან:

დამფუძნებელი / წარმომადგენელი

წილი (%)

ფ/პ დავით ზილფიმიანი

50%

ფ/პ ლაშა ზილფიმიანი

10%

ფ/პ ლევან ზილფიმიანი

40%

ფ/პ მალხაზ კვარაცხელია

დირექტორი

შპს ,,სტერეო+“-ის პარტნიორთა განცხადების მიხედვით ლევან ზილფიმიანი არის ლაშა ზილფიმიანის  წარმომადგენელი, რაც დასტურდება 2024 წლის 18 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილ წერილზე დართული მინდობილობით.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებლები, დირექტორი და ფიზიკური პირი რობი ქევხიშვილი არ ფლობენ წილებს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში. შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი არ წარმოადგენენ სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებული) პირებს, თავის მხრივ შპს „სტერეო +“  საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების შპს ,,ომეგასა“ ( ს/ნ 236038033) და შპს ,,დი+“-ის (ს/ნ 400166262) წილების 100%-ის მფლობელია. შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-2  მუხლის  ჰ33   ქვეპუნქტის  თანახმად შპს ,,სტერეო+“ ურთიერთდამოკიდებულია (აფილირებულია) შპს ,,ომეგასა“ და შპს ,,დი+“-სთან.

მეწარმეთა    და  არასამეწარმეო  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  ამონაწერის  თანახმად შპს „ომეგას“ და შპს „დი+“-ს დირექტორია ფიზიკური პირი გიორგი ხითარიშვილი. რომელიც ამავე, დროს პარტნიორთა კრების ოქმის შესაბამისად, წარმოადგენს შპს „სტერეო +“-ის წილის 50%-ის მფლობელის დავით ზილფიმიანის წილის განმკარგველ პირს.

შპს „ომეგა“ 2011 წლის 13 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა:

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

შპს „დი+“ 2017 წლის 3 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა:

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი:

ასევე შპს „დი+“ ფლობს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად №MUX-D ლიცენზიას კომისიის საერთო სტატისტიკური მონაცემების ბაზის თანახმად 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით კომპანიების შემოსავლების და აბონენტების რაოდენობები, მათი საბაზრო წილები შემდეგია:

2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდი

 დი+

 ომეგა

 სტერეო +

შემოსავალი მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებიდან (ლარი დღგ-ს გარეშე)

 8,991,242

 -

    -

შემოსავალი მულტიპლექსით მომსახურებიდან (ლარი დღგ-ს გარეშე)

   -

 7,936

 8,154,383

აბონენტების რაოდენობა მაუწყებლობის ტრანიტულ მომსახურებაზე

 46,962

      -

 -

აბონენტების საბაზრო წილი მომსახურების შესაბამის სეგმენტზე

 6%

 

 

შემოსავლების საბაზრო წილი მომსახურების შესაბამის სეგმენტზე

 4%

 0.10%

 72%

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ფიზიკური პირი რობი ქევხიშვილი არ არის აფილირებული/ურთიერთდამოკიდებული რომელიმე სხვა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირთან, შესაბამისად მის მიერ შპს „სტერეო+“-ის წილის შეძენა ვერ მოახდენს კომპანიის პოზიციონირებას ბაზრის ახალ სეგმენტებზე ან/და უკვე არსებულ ბაზრებზე და მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ვერ მიანიჭებს ბაზრის სხვა მონაწილეებთან შედარებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტერეო+“-ის მიერ პარტნიორთა წილის ზემოთ აღნიშნული ცვლილება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ტრანზაქციის ფარგლებში არ არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული წილის შეძენის გამოკვლევის აუცილებლობის წინაპირობა. შესაბამისად, არ არსებობს რობი ქევხიშვილის მიერ შპს ,,სტერეო+“-ის წილის 25%-ის   შეძენასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. როგორც წესი, აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ავტორიზებული პირის მიერ მოხდეს ხელახალი თანხმობის მიღება. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს ,,სტერეო+“-ის მხრიდან სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს  თანხმობა  შპს  „სტერეო+“-ს  (ს/კ  204986408),  შპს  ,,სტერეო+“-ის  წილის  25%-ის ფიზიკური პირი რობი ქევხიშვილის მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „სტერეო+“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს ,,სტერეო+“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან   6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს ,,სტერეო+“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის შპს „სტერეო+“-ისთვის გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“- ისთვის ჩაბარების დღიდან;.

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სტერეო+“-ისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს   დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები