შპს “ინტერნეტ სერვისების” (ს/კ: 406237763 ) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2024 13:01
მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2024
შპს “ინტერნეტ სერვისების” (ს/კ: 406237763 ) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) 2024 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4905 18.11.2024,) შპს “ინტერნეტ სერვისების” (ს/კ: 406237763) 100% წილის მფლობელმა და დირექტორმა, ფიზიკურმა პირმა სპარტაკ თიკანიშვილმა, კომპანიის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ გიორგი თედორაძეზე გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ინტერნეტ სერვისები“ 2022 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მომსახურებიდან, კერძოდ, ჰოსტინგის მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა 38 115 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც ჰოსტინგით მომსახურების სეგმენტზე შემოსავლების 0.3%-ს შეადგენს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ინტერნეტ სერვისების“ პარტნიორი და 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი სპარტაკ თიკანიშვილი. გარდა ამისა, იგი კომპანიის დირექტორია.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ინტერნეტ სერვისები“ და მისი მფლობელი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან. ამასთან კომპანიის 20%-იანი წილი შემძენი ფიზიკური პირი გიორგი თედორაძე სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არის.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ინტერნეტ სერვისების“ მიერ განცხადებით მოთხოვნილი პირობებით შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაშია 6 თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მიეცეს თანხმობა შპს „ინტერნეტ სერვისებს“ სპარტაკ თიკანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიის 100%-იანი წილიდან 20%-ის ფიზიკური პირი გიორგი თედორაძეს მიერ შეძენაზე;
2.განემარტოს შპს „ინტერნეტ სერვისებს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ინტერნეტ სერვისები“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
3.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ინტერნეტ სერვისები“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ინტერნეტ სერვისებისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ).
5.გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ინტერნეტ სერვისებისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ინტერნეტ სერვისებისათვის“ ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
