არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თავისუფალი მედია სივრცის“ დამფუძნებელთა ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-11 / 62

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2024 16:03

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2024

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თავისუფალი მედია სივრცის“ დამფუძნებელთა ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში  (შემდგომში “კომისია“ )  შემოვიდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თავისუფალი მედია სივრცის“ (ს /კ 437065916) დირექტორის ავთანდილ გველებიანის მიმართვა  (კომისიაში რეგისტრაციის შ-24-6/343, თარიღი:    25.01.2024),  რომლითაც კომპანია ითხოვს დამფუძნებლის ცვლილებაზე წინასწარი  თანხმობის  მიცემას.  როგორც მიმართვაში  აღნიშნულია, საქმიანობის უკეთესად  შესასრულებლად  კომპანიას  სურს  გაზარდოს  ორგანიზაციის დამფუძნებელთა რაოდენობა   და   დამფუძნებლად   შემოიყვანოს   ჯაბა   გველებიანი (პ.ნ.33001066138).

არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირი    „თავისუფალი მედია  სივრცე“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, შესაბამისად მასზე  სრულად ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები.

“ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“    საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ  პირს,  რომელიც  მონაწილეობს  შერწყმაში  ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის თანახმად კომისია ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი  პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება.

კანონი არ ასხვავებს შეძენის ფორმებს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ნებისმიერი პირის წილის/აქციების ერთი პირიდან მეორეში გადასვლა იქნება ეს ნასყიდობის, ჩუქების, მემკვიდრეობის თუ სხვა გზით, საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას, თუ შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ავტორიზებული პირის წილის მემკვიდრეობის გზით მიღებაც საჭიროებს კომისიის წინასწარ თანხმობას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის ავტორიზირებული პირთა უწყებრივი რეესტრის შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი   „თავისუფალი მედია სივრცეს“ 2018 წლის 16 იანვრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.T.1   ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

B.T.1   ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

მეწარმეთა  და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, კომპანიის დამფუძნებელია:

 

სახელი

გვარი

პირადი ნომერი

 

ავთანდილ

გველებიანი

33001033719


კომპანიის  მიერ  განზრახული  ცვლილების  შედეგად  კომპანიის  მეორე  დამფუძნებელი გახდება ფიზიკური პირი ჯაბა გველებიანი (პ.ნ.33001066138).

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი   „თავისუფალი მედია სივრცეს“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებიდან შემოსავალი არ უფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად არ არსებობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  „თავისუფალი მედია სივრცეს“ დამფუძნებელთა ცვლილებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „თავისუფალ მედია სივრცეს“ დამფუძნებლად ფიზიკური პირი ჯაბა გველებიანის შემოყვანაზე;

2. განემარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი   „თავისუფალი მედია სივრცეს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამფუძნებელთა სიაში ცვლილების შემთხვევაში,  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირი

„თავისუფალი   მედია   სივრცე“   ვალდებულია   აღნიშნულის   თაობაზე  კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ გაცემული  თანხმობა  ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თავისუფალი მედია სივრცე“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი    „თავისუფალი მედია სივრცისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი    „თავისუფალი მედია სივრცისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი„თავისუფალი მედია  სივრცესათვის“ ამ გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები