წვდომის მენიუ

მაუწყებლობის სფეროში შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-24-12 / 100

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2024 19:00

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2024

მაუწყებლობის სფეროში შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  მიმართა შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა“ (ს/ნ200002120) (კომისიაში რეგისტრაციის№შ-24-7/536,05.02.2024) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს„გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2023 წლის პირველი აპრილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო  არხის  ბრენდული სახელწოდება იქნება „გრუნი“/“GRUNI”.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის “ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

ა) კომპანიის განცხადება;

ბ) შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის “ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; პარტნიორთა კრების  ოქმი; სადამფუძნებლო შეთანხმება; ინდივიდუალური წესდება;

გ) საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

დ) სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი   დეკლარაცია   და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 5 თებერვალს შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მიერ, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა)მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია, კერძოდ შევსებული და წარმოდგენილი იყო ფორმის პირველი გვერდი (ფორმა შედგება 8 გვერდისგან).

ბ)სამაუწყებლო კონცეფცია, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო პროგრამულ მიმართულებები და მათი მოკლე აღწერილობები დეტალურად.

4. ასევე განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა)ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

ბ)ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

გ)განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.

5. კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-24-03/373, 09.02.2024წ.).

II. სამოტივაციო ნაწილი

6. კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2024 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. კომპანიას ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ (ს/ნ 200002120) 2024 წლის 5 თებერვლის №შ-24-7/536 განცხადება, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ;

2. განემარტოს შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისთვის“ გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები