შპს „თულას“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2024 13:50
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2024
შპს „თულას“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
განმცხადებელი: შპს „თულა“
კომისიის სხდომის თარიღი: 03.10.2024
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „თულამ“ (ს/კ405594254) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/4103,18.09.2024) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თულას“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არასრულყოფილად იყო შევსებული დამფუძნებლის ველი, მითითებულია მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელი. ასევე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები, თუ რა საქმიანობაზე სურდა კომპანიას ავტორიზაციის გავლა, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომპანიის წესდება/სადამფუძნებლო შეთანხმება და დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი.
3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2024 წლის 19 სექტემბრის Nგ-24-22/393 გადაწყვეტილებით შპს „თულას“ განესაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების №შ-24-7/4103, 18.09.2024 და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „თულას“ კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2024 წლის 23 სექტემბერს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.
III. სარეზოლუციო ნაწილი
კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „თულას“ (ს/კ405594254) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/4103, 18.09.2024);
2. განემარტოს შპს „თულას“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „თულასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „თულასთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „თულასთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი