წვდომის მენიუ

მაუწყებლობის სფეროში შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-24-12 / 526

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2024 11:43

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2024

მაუწყებლობის სფეროში შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელმა“ (ს/ნ 405733531) (კომისიაში რეგისტრაციის №შ  -24-7/4654, 28.10.2024) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში:12 საათი;

ვ) მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი; ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2024 წლის პირველი დეკემბერი.

როგორც განცხადებაშია  აღნიშნული  სატელევიზიო  არხის  ბრენდული  სახელწოდება  იქნება „BBLACK INTERNATIONAL”.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელის“ მიერ კომისიაში  წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

ა) კომპანიის განცხადება;

ბ) შპს   „ბიბლექ ინტერნეიშენელის “ ამონაწერი  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ)  ბიზნეს გეგმა ქართულ და ინგლისურ ენებზე; დ) მინდობილობა თენგიზ ხუციშვილის სახელზე;

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 28 ოქტომბერს შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელის“ მიერ, ხარვეზით იყო წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება. შევსებული და წარმოდგენილი იყო განცხადების ძველი ფორმა. განცხადების მე-6 და მე-8 პუნქტები ერთმანეთთან შეუსაბამოდ იყო შევსებული.

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი: ა) შესაბამისობის დეკლარაცია;

ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

დ) ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (აღნიშნული ცნობები უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ), ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

4. კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-24-03/2493, 31.10.2024წ.). წერილში კომპანიას განემარტა, რომ თუ არხი გავრცელდება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის მულტიპლექსოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.

II. სამოტივაციო ნაწილი

6. კომისიის 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2024 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. კომპანიას  ინფორმაცია  კომისიაში  დღემდე  არ  წარმოუდგენია.  სხდომაზე  ასევე  აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“

III. სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83- ე მუხლის მე-5 ნაწილისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.  განუხილველად  დარჩეს  შპს  „ბიბლექ  ინტერნეიშენელის“  (ს/ნ  405733531)  2024  წლის 28 ოქტომბრის №შ-24-7/4654 განცხადება, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ;

2. განემარტოს შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელისთვის“  გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ბიბლექ ინტერნეიშენელისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები