საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-13 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 14:50

მიღების თარიღი იანვარი 18, 2024

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტმა  კომისიას  მიმართა  განცხადებით  №015, 12.01.2024, რადიოკავშირის  გამოყენების  უზრუნველყოფისთვის  სიხშირული  ზოლების მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  471 მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-6  მუხლისა  და  მე-7 მუხლის მე-4  პუნქტის,  „სახელმწიფო საიდუმლოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების  დამტკიცების  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო  საიდუმლოებისათვის  მიკუთვნებული  ინფორმაციების ნუსხის“  III თავის  მე-14  მუხლის  „ტ“  ქვეპუნქტისა  და  V თავის  21-ე  მუხლისა  და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების  შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის   სამმა   წევრმა,   კენჭისყრის   შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის სიხშირეები,  თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, 20.01.2024 – 16.03.2024 ვადით;

2. წინამდებარე   გადაწყვეტილების   დანართი   ცნობილ   იქნეს   ამ   გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4. აღირიცხოს  საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.  გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge);

9.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ნათია კუკულაძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები