წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-13 / 365

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2024 11:24

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2024

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტმა  კომისიას  მიმართა  განცხადებით  №0457 (13.08.2024), კომისიის     2023 წლის 14 სექტემბრის   №გ-23-13/437 გადაწყვეტილებით სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    471 მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული   კოდექსის  274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-6  მუხლისა  და  მე-7 მუხლის მე-4  პუნქტის,  „სახელმწიფო საიდუმლოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული   ნორმატიული  აქტების   დამტკიცების    თაობაზე“ საქართველოს მთავრობის   2015 წლის  24 სექტემბრის  №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო  საიდუმლოებისათვის  მიკუთვნებული  ინფორმაციების ნუსხის“  III თავის  მე-14  მუხლის  „ტ“  ქვეპუნქტისა  და    V თავის  21-ე  მუხლისა  და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი წესების“ 29-ე  მუხლის შესაბამისად,  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების  მქონე  კომისიის ოთხმა  წევრმა,  კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების    რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4.  აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2024 წლის 14 სექტებრიდან;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge);

9.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები