შპს „სელფი მობაილისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2024 16:01
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2024
შპს „სელფი მობაილისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: შპს „სელფი მობაილ“
კომისიის სხდომის თარიღი: 17.10.2024
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „სელფი მობაილმა“ (რეგისტრირებულია კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მიერ 2003 წლის 19 ნოემბერს, რეგ. № 06/4-1411; ს.კ. № 204450584) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-7/3887, 05.09.24) და მოითხოვა რადიოსარელეო სიხშირეების 5 წლის ვადით მინიჭება იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია წერილის დანართში.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სელფი მობაილი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
GSM LTE;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
სხვა;
B.F.3 მონაცემთა გადაცემა:
მონაცემთა გადაცემა;
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
როუმინგული კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
მოძრავი ინტერნეტ მომსახურება.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.
4. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“
5. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ოქტომბრის № 24-10-1934 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2024 წლის 17 ოქტომბრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 33324.91 ლარი.
6. აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (17.10.24-დან) 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 2555.71ლარს;
მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 12307.68 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 6153.84 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 6153.84 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 6153.84 ლარს.
7. ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
8. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 1 ოქტომბერს შპს „სელფი მობაილს“ გაეგზავნა წერილი № გ-24-03/2206, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (17.10.24-დან) 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 2555.71 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2024 წლის 14 ოქტომბრამდე. შპს „სელფი მობაილმა“ 2024 წლის 8 ოქტომბერს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 2555.71 ლარი.
9. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „სელფი მობაილის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „სელფი მობაილისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის,„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს „სელფი მობაილს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება № F 3138 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2024 წლის 17 ოქტომბრიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. განესაზღვროს შპს „სელფი მობაილს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური -33324.91 (ოცდაცამეტი ათას სამასოცდაოთხი ლარი და 91 თეთრი) ლარის ოდენობით.
3. უზრუნველყოს შპს „სელფი მობაილმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 33324.91 (ოცდაცამეტი ათას სამასოცდაოთხი ლარი და 91 თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE20BG0000000598237668;
მიმღების ბანკი - სს საქართველოს ბანკი; მიმღები ბანკის კოდი - BAGAGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.
მეორე კალენდარული წლის საფასური 12307.68 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 6153.84 ლარი - 2026 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 6153.84 ლარი - 2027 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 6153.84 ლარი - 2028 წლის 20 იანვრამდე;
4. შპს „სელფი მობაილის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სელფი მობაილისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.
6. დაევალოს შპს „სელფი მობაილს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი).
8. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „სელფი მობაილისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
9. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „სელფი მობაილისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
10. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „სელფი მობაილისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3, მე-6, მე-7, მე-9 და მე-12 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი