წვდომის მენიუ

შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-15 / 458

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2024 16:40

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2024

შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ განმცხადებელი: შპს „ახალი ქსელები“

კომისიის სხდომის თარიღი: 17.10.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  „ახალმა  ქსელებმა“  (ს/კ211326732)  (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-24-7/4501.15.10.2024) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად 10 ნომრიან ბლოკზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელები” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური   (საკაბელო)  ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და  საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის  საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელების  საოპერაციო  პროგრამული  მართვის  საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით აღებული: საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

WCDMA

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.3 მონაცემთა გადაცემა მონაცემთა გადაცემა

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.5 სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება.

3. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

4. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის    და  მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე უფლება გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/ მულტიმედიური შეტყობინების ნომერზე შეადგენს  - 5 ლარს.

5. კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ახალი ქსელების” მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის 50 ლარის (5 ლარი - 1 სააბონენტო ნომერზე)  კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს „ახალ ქსელებს” (ს/კ211326732) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N849 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 94940-94949, სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 17 ოქტომბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების  მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების  პირველი  პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. ეცნობოს შპს „ახალ ქსელებს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელებისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge ) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ახალი ქსელებისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები