შპს „უნისელ მობაილისთვის“ საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდების (ISPC) მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-15 / 63

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2024 17:26

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2024

შპს „უნისელ მობაილისთვის“  საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდების (ISPC) მინიჭების შესახებ

1.აღწერილობითი  ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „უნისელ მობაილმა” (ს/კ405656124) (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი №შ-24-7/582, 07.02.2024 და №შ-24-7/583, 07.02.2024) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული   საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის გამოყოფის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „უნისელ მობაილი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

B.M.1 მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   სატელეფონო   (ხმოვანი)   კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან  სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი   საკომუნიკაციო    სისტემების   აბონენტების   გაფართოებული       მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

3. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების  ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად  საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ დამტკიცებული Q.708 რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად საერთაშორისო სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება  ხორციელდება  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  კომისიის  მიერ.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) ენიჭებათ შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

4. კომისიას მიაჩნია, რომ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შპს „უნისელ მობაილს“ უნდა მიენიჭოს საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი 3-246-7 (8119) და 5-233-0 (12104) ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „უნისელ მობაილს” (ს/კ405656124), ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ Q.708    რეკომენდაციის შესაბამისად გამოყოფილი საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) შემდეგი ფორმატით: 3-246-7 (811), შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

2. მიენიჭოს შპს „უნისელ მობაილს” (ს/კ405656124), ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ Q.708    რეკომენდაციის შესაბამისად გამოყოფილი საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) შემდეგი ფორმატით: 5-233-0 (12104), შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე) აცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (ITU) შპს ”უნისელ მობაილისთვის“   საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდების (ISPC) 3-246-7 (811) და 5-233-0 (12104) გამოყოფის თაობაზე, მისი  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად.

4. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე);

5.    გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   ტელეკომუნიკაციების   საერთაშორისო   კავშირის   (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ;

6. ეცნობოს შპს „უნისელ მობაილს” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდების (ISPC) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „უნისელ მობაილისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი №64) შპს „უნისელ მობაილისთვის“  ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები