შპს „უნისელ მობაილისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-15 / 79

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2024 14:57

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2024

შპს „უნისელ მობაილისთვის“  მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „უნისელ მობაილმა” (ს/კ405656124) (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი №შ-24-7/665,12.02.2024) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის  (MNC) გამოყოფის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „უნისელ მობაილი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

როუმინგული კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

3. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბერის  №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის სტრუქტურა და ფორმატი. ამავე დებულების მე-12  მუხლის მე-2 პუნქტის ა)ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის (MNC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ დამტკიცებული E.212 და „ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ („ETSI“) მიერ დამტკიცებული ETS 300 523   რეკომენდაციების  შესაბამისად;  ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია ანიჭებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ამ კანონისა და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ვადით და ადგენს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება პირს ენიჭება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) ენიჭებათ კომისიის მიერ -შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს  მთავრობის 2010  წლის 18 ნოემბერის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „უნისელ მობაილს“ უნდა მიენიჭოს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-16  მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „უნისელ მობაილს“ (ს/კ405656124), ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) E.212 და „ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ („ETSI“) ETS 300 523 რეკომენდაციების შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-16 მობილური ქსელის აბონენტების საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის  ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ.ჯღამაძე) აცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (ITU)  შპს „უნისელ მობაილისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) 282-16 გამოყოფის თაობაზე, მისი  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად;

3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო  კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ;

5. ეცნობოს შპს „უნისელ მობაილს” მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „უნისელ მობაილისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

7გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი №64) შპს „უნისელ მობაილისთვის“  ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე            წევრი

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები