შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-15 / 85

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2024 13:49

მიღების თარიღი თებერვალი 29, 2024

შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებებით  მიმართა  შპს  „ემ  ეს  ჯგუფმა“  (ს/კ404404122)  (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-24-7/972, 26.02.2024, №შ-24-7/973, 26.02.2024, №შ-24-7/974, 26.02.2024, №შ-24-7/975, 26.02.2024, №შ-24-7/977, 26.02.2024, №შ-24-7/983, 27.02.2024, №შ-24-7/984, 27.02.2024, №შ-24-7/996, 27.02.2024, №შ-24-7/997, 27.02.2024, №შ-24-7/998, 27.02.2024, №შ-24-7/999, 27.02.2024, №შ-24-7/1000, 27.02.2024 და №შ-24-7/1001, 27.02.2024) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად 490 ნომრიან ბლოკზე  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. შპს „ემ ეს ჯგუფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.F.1. ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

3. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“  შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

4. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე უფლება გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ-მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/ მულტიმედიური შეტყობინების ნომერზე შეადგენს  - 5 ლარს.

5. კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ემ ეს ჯგუფის” მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ემ ეს ჯგუფის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  შპს „ემ ეს ჯგუფის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადებები, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის   რესურსით   სარგებლობის   საფასურის   2450   ლარის   (5   ლარი   -   1   სააბონენტო ნომერზე)  კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს„ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №  N790 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 90340-90379, სულ 40 (ორმოცი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)  უფლების  მფლობელი  ვალდებულია  წინამდებარე  გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის  ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. მიენიჭოს შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №  N791 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 90390-90399, სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. მიენიჭოს  შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №  N792 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 90400-90429, სულ 30 (ოცდაათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ)  უფლების  მფლობელი  ვალდებულია  წინამდებარე გადაწყვეტილების  მესამე  პუნქტის  ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

4. მიენიჭოს შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №  N793 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90430-90439, სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების  მფლობელი  ვალდებულია  წინამდებარე გადაწყვეტილების  მეოთხე პუნქტის  ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

5.მიენიჭოს  შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №  N794 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 90450-90499, სულ 50 (ორმოცდაათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების  მეხუთე პუნქტის  ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

6. მიენიჭოს  შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №  N795 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90510-90539, სულ 30 (ოცდაათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტის  ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

7. მიენიჭოს  შპს  „ემ  ეს  ჯგუფს”  (ს/კ404404122)  ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის  №  N796 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90540-90549, სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების  მფლობელი  ვალდებულია  წინამდებარე გადაწყვეტილების  მეშვიდე პუნქტის  ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

8. მიენიჭოს შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №  N797 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90560-90619, სულ 60 (სამოცი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებს (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების   მფლობელი   ვალდებულია   წინამდებარე  გადაწყვეტილების   მერვე  პუნქტის   ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

9. მიენიჭოს  შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №  N798 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90620-90709, სულ 90 (ოთხმოცდაათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ)უფლების მფლობელი  ვალდებულია  წინამდებარე გადაწყვეტილების  მეცხრე  პუნქტის  ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

10.მიენიჭოს  შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის  №  N799 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90710-90719, სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეათე პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

11. მიენიჭოს შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის  №  N800 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90730-90769, სულ 40 (ორმოცი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების   ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეთერთმეტე პუნქტის ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

12. მიენიჭოს შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის  №  N801 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90780-90879, სულ 100 (ასი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების   ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მეთორმეტე პუნქტის ა)ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

13. მიენიჭოს შპს „ემ ეს ჯგუფს” (ს/კ404404122) ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის  №  N802 უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 90890-90899, სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2024 წლის 29 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე  გადაწყვეტილების  მეცამეტე პუნქტის  ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების  (უფასო მომსახურებისთვის) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

14. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

15.  ეცნობოს შპს „ემ ეს ჯგუფს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

16. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

17. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ)გადაწყვეტილების შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

18. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ.თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ემ  ეს ჯგუფისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

19.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე                თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე            წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები