წვდომის მენიუ

შპს „ტელე 1“-ის წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-24-16 / 352

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2024 15:31

მიღების თარიღი აგვისტო 15, 2024

შპს „ტელე 1“-ის წინააღმდეგ შპს „მაგთიკომის“ განცხადების განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

განმცხადებელი: შპს „მაგთიკომი“

მოპასუხე: შპს „ტელე 1“

დავის საგანი: ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების გადაუხდელობა

კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2024 წლის 8 აგვისტო, 15:00 საათი; 2024 წლის 15 აგვისტო, 15:00 საათი.

I.    აღწერილობითი ნაწილი

1. განმცხადებლის პოზიცია

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3315, თარიღი: 01.08.2024) მიმართა შპს „მაგთიკომმა“.

2. განმცხადებლის ინფორმაციით, შპს „ტელე 1“-სა და შპს „მაგთიკომს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ტელე 1“-ის დავალიანებამ 2024 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგინა 2,128 (ორი ათას ას ოცდარვა) ლარი. კომპანიას არ გაუხდია სადაო დავალიანება და ასევე დადასტურებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები.

3. შპს „მაგთიკომმა“ შპს „ტელე 1“-ს წერილობით მიმართა დავალიანების გადახდის მოთხოვნით და შეატყობინა არ გადახდის შემთხვევაში შესაძლო შედეგების თაობაზე, თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. ამდენად, განმცხადებელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის არსებული ურთიეთჩართვის შეჩერებაზე - დავალიანების სრულად გადახდამდე.

4. 2024 წლის 8 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი და არ ჩაბარდა კორესპოდენცია. შესაბამისად, მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2024 წლის 15 აგვისტოსთვის. თავის მხრივ,      15 აგვისტოს  მოსამზადებელ სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ მხარი დაუჭირა განცხადებას. ხოლო, მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომა დატოვა მის დასრულებამდე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.“;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.“;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე;

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

11.  შპს „მაგთიკომის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-6/3315, თარიღი: 01.08.2024);

12. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის 2019 წლის 6 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;

13. დავალიანებასთან დაკავშირებით შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა;

14. შპს „მაგთიკომის“ 2024 წლის 9 ივლისის NED/07/09-018 წერილი შპს „ტელე 1“-ის მიმართ - დავალიანების გადახდის მოთხოვნის შესახებ;

15. შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ტელე 1“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

16. შპს „ტელე 1“ 2019 წლის 21 თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კატეგორია: A.F.7: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (საქმიანობის აღწერა: A.F.7.6 ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7.7 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); კატეგორია: B.F.1: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (საქმიანობის აღწერა: B.F.1.1 ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.2 საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.3 საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.1.4 ტექსტური შეტყობინების მომსახურება)).

მტკიცებულება: შპს „ტელე 1”-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

17. შპს „მაგთიკომი“ 2010 წლის პირველი თებერვლიდან არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   ავტორიზებული პირი და 2010, 2011 და 2016 წლებში ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეებზე (კატეგორია: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.1.1; A.F.1.2; A.F.1.4; A.F.1.5); A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.2.1); A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.3.1; A.F.3.2); A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა (A.F.5.1); A.F.6:საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა (A.F.6.1); A.F.7:ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (A.F.7.7); A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.M.1.1. GSM); B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება (B.F.1.1; B.F.1.2; B.F.1.3; B.F.1.4); B.F.2 ინტერნეტ მომსახურება (B.F.2.2; B.F.2.3; B.F.2.6; B.F.2.8; B.F.2.10); B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (B.F.4.1; B.F.4.2); B.F.6: გამოძახებითი აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა (B.F.6.0); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (B.M.1.1; B.M.1.2; B.M.1.3); B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (B.M.2.1; B.M.2.2; B.M.2.3; B.M.2.4; B.M.2.5; B.M.2.6); A.S.1: თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა (A.S.1.1; A.S.1.2); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით (B.S.2.0); B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება (B.S.0); B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება (B.S.4.0); B.S.5: სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება (B.S.5.0);

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

18. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის 2019 წლის 6 მაისს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დავალიანების გადახდის მოთხოვნით შპს „მაგთიკომს“ მიმართული აქვს შპს „ტელე 1“-ისთვის როგორც ოფიციალური წერილით, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც;

მტკიცებულება: შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის 2019 წლის 6 მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება; შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერა და შპს „მაგთიკომის“ 2024 წლის 9 ივლისის NED/07/09-018 წერილი;

19. შპს „ტელე 1“-ს გაეგზავნა შპს „მაგთიკომის“ განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და მოწვეულ იქნა კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე. შეტყობინება სხდომის შესახებ ასევე გაეგზავნა შპს „მაგთიკომსაც“.

მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 5 აგვისტოს Nგ-24-03/1650 და Nგ-24-03/1651 წერილები.

3.  სამართლებრივი შეფასება

20. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარის მომართვის საფუძველზე, მხოლოდ კომისიის თანხმობით არის შესაძლებელი მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება. ამდენად, კომისია არის საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო.

21. თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისია მოსამზადებელ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილების დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, თუ სახეზე არ არის განცხადების განუხილველად დატოვების ან/და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები;

22. გამომდინარე იქიდან, რომ არ არის სახეზე კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი წარმოების შეწყვეტის ან/და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ - დავის განხილვის დღედ განისაზღვრება 2024 წლის 22 აგვისტო.

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177- ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელე 1“-ის წინააღმდეგ  შპს „მაგთიკომის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-6/3315, თარიღი: 01.08.2024) მიღებულ იქნეს განსახილველად;

2. შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ტელე 1“-ს შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2024 წლის 22 აგვისტოს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე             თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები