საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 121

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2024 15:47

მიღების თარიღი მარტი 07, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 07 მარტის №09 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 7 მარტის N5 ზეპირი მოსმენის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 07 მარტის №09 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „ვიფიშერისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) შპს „აისსელ ტელეკომისთვის“  მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 07 მარტის №09 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე           თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №09 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                    2024 წლის 07 მარტი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „მდ ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის  №B202 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის №გ-22-1/416 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს „ავლაბარი სიტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4. შპს „ნიკორასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს „წინანდლის  მამულებისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7. შპს „აისსელ ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8. შპს „ვიფიშერისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9.  შპს „აისსელ ტელეკომისთვის“   მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10.  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“  მიერ  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები