საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 138

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2024 12:11

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 28 მარტის №11 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 უხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 28 მარტის №11 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „ვანვოიფლენეთისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 28 მარტის №11 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური                 თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგი

        ქ.თბილისი                                                                        2024 წლის 28 მარტი, 15:00 საათი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2024  წლის  №11  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე);

2. საქართველოში  იაპონიის  საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

3. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

4. შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

5. უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

6. შპს     „დაირექტ     დებიტ     ჯორჯიასთვის“     არაავტორიზებადი     საქმიანობისთვის     დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

7. ინდ. მეწარმე იაგო კაპანაძისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

8. შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

9. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

10. საზღვაო  ხომალდისთვის  სახმობისა  და  ამოცნობის  ნიშნის  მინიჭების  შესახებ  (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

11. შპს   „საქართველოს   ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

12. ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

13. შპს „ჯიენელსის“ (ს/კ405534079) ავტორიზაციის შეჩერებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N714 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-22-15/266 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

14. შპს „თმტექისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

15. შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

16. შპს „ვანვოიფლენეთისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის             განსაზღვრის    თაობაზე    (მომხს.    მაია    ქადეიშვილი    -    იურიდიული    დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

17. შპს   „სქაიტელეკომი-Skytelecom   LTD“-ის   მიერ   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

18. შპს „სქაი სერვისი-Sky Service“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

19. შპს „სქაიტელის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

20. შპს „ჯიემთივის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

21. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2016   წლის   11   თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. გიორგი წიკლაური - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

22. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები