საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 158

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2024 17:14

მიღების თარიღი აპრილი 04, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 04 აპრილის №12 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 04 აპრილის №12 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) ააიპ “არასამეწარმეო მედია-კავშირი  ობიექტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების   შესახებ (მომხს. ქეთინო სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთინო სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

2.  დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 04 აპრილის №12 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ნათია კუკულაძე          თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №12 სხდომის დღის წესრიგი

 ქ.თბილისი                                                                      2024 წლის 04 აპრილი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №12 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.  შპს   „სელფი   მობაილისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

3.  ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

4. შპს „რუმს ჰოტელს ლაბისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთინო სულიაშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს „ეკოტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთინო სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

6. შპს „აჭარა ჰოტელსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთინო სულიაშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

7.    საქართველოს    საგარეო    საქმეთა    სამინისტროსთვის    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთინო სულიაშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

8. შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთინო სულიაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

9.  შპს „სქაიტელის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო  დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

10. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხი (მომხს. თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები