საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 176

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2024 14:47

მიღების თარიღი აპრილი 18, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 18 აპრილის №14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 18 აპრილის №14 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „კრეატიული ხედვის ჯგუფის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „რაჭანეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 18 აპრილის №14 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე      წევრი

ნათია კუკულაძე      წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 სხდომის დღის წესრიგი

ქ.თბილისი                                                                                  2024 წლის 18 აპრილი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე-ადმინისტრაცია);

2. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B46 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

4. შპს „ვიფიშერისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს „ვიქტორია სექიურითისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 9 იანვრის №გ-20-7/09 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 სექტემბრის №გ-23-7/458 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

8. შპს „კრეატიული ხედვის ჯგუფის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

9.  შპს „რაჭანეტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ

(მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

10. სს „სილქნეტის” მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11. „ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები და პირობები”-ს დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ირაკლი ბუთბაია- იურიდიული დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები