საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2024 15:17
მიღების თარიღი აპრილი 25, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 25 აპრილის №15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 25 აპრილის №15 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
2.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №15 სხდომის დღის წესრიგი
ქ.თბილისი 2024 წლის 25 აპრილი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
3. შპს „უშიშროების სამსახური იმედის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
4. შპს „RMG Copper“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
5. შპს „RMG Gold“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
6. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
7. შპს „ყვარელი პალასისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
8. ინდ. მეწარმე ელგუჯა თავდიშვილისთვისარაავტორიზე ბადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
9. სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);
10. სს „სილქნეტის” მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
