საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 201

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2024 15:23

მიღების თარიღი მაისი 02, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 02 მაისის №17 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 02 მაისის №17 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №17 სხდომის დღის წესრიგი

 ქ.თბილისი                                                                                    2024 წლის 02 მაისი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №17 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლიკო ვოტ - ადმინისტრაცია);

2. შპს „ნეთვორქ სოლუშენის“ (ს/კ412771718) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს „ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

4. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

5. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

6. შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ   (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

7. შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ   (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფი);

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 2 ნოემბრის N23-11/509 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

9. სს „სილქნეტის” მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

10. შპს „ჯიემთივის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

11. რადიოსამაუწყებლო   პრიორიტეტების   დამტკიცების   თაობაზე   საჯარო   ადმინისტრაციული წარმოების   დაწყების შესახებ   (მომს.   თინა   ჭაჭუკაშვილი   -   მედიამომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტი);

12. „ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის  ოპერატორის  მფლობელობაში  არსებულ  ფიზიკურ  ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მარიამ ლუკაშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13. „შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მარიამ ლუკაშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები