საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 230

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2024 12:28

მიღების თარიღი მაისი 30, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 30 მაისის №21 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების   კომისიის 2024 წლის 30 მაისის №21 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი;

ა) შპს   „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით  წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „სპიდლაინის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ   (მომხს. მაია   ქადეიშვილი  - იურიდიული   დეპარტამენტი,   ავტორიზაციისა   და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 30 მაისის №21 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება  ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე  თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №21 სხდომის დღის წესრიგი

ქ.თბილისი      2024 წლის 30 მაისი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.  შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების   მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს  „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენის“  მიერ ავტორიზაციის  მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.  შპს „სპიდლაინის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.    სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.    შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის  შესახებ  (მომხს. გიორგი  წიკლაური  -  მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

7. შპს  სქაიტელის“ პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

8. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა    და    ანალიზის    ჩატარების    მიზნით  საჯარო  ადმინისტრაციული    წარმოების დაწყების შესახებ   (მომხს.   გიორგი   ქავთარაძე   -   კონკურენციის   ხელშეწყობისა   და   ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

9.    ,,რადიოსიხშირული    სპექტრის    განაწილების    ეროვნული    გეგმის    დამტკიცების    შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ზაზა გონჯილაშვილი - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

10.  შპს „პროსერვ.ჯი“-ის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11.  შპს „გიორგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12. შპს  „პოვერნეტის“  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

13. შპს „ჯენკოლაინის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

14.  სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2023 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ (მომხს. ნათია დევდარიანი - ადმინისტრაცია, საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები