საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 239

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2024 12:16

მიღების თარიღი ივნისი 06, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის  06 ივნისის  №22 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის  2024 წლის  06 ივნისის №22 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.გადაწყვეტილება    ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №22 სხდომის დღის წესრიგი

ქ.თბილისი                                                                                  2024 წლის 06 ივნისი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B54 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.  უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. რადიომოყვარულ ანდრეი კურკამელისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. შპს „გიორგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

7. შპს „პოვერნეტის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო   დარღვევის   საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

8.    შპს  „ჯენკოლაინის“  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

9. შპს „შავი ზღვის ტელეკომის“  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები