საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 271

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2024 13:52

მიღების თარიღი ივნისი 20, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 20 ივნისის №24 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 20 ივნისის №08 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 20 ივნისის №24 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი: ა) შპს „ტელეკომპანია ეგრისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი); ბ) შპს „ეკვანტ ჯორჯიას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) შპს  „დაიზენისთვის“ ნუმერაციის  რესურსით სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

დ) შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ე) შპს „ქართული რადიოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B167 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 20 ივნისის №24 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე                თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №24 სხდომის დღის წესრიგი

 ქ.თბილისი                                                                                 2024 წლის 20 ივნისი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.  შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს „ქართული რადიოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B167 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს „არგო ანურიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს „გალერია ჰოტელ მენეჯმენტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.  შპს „რუმს ჰოტელს ლაბისთვის“  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე    ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7. შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8. შპს „სელფი მობაილისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9. სს „სილქნეტისთვის“   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.   მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10. შპს “ტელეკომპანია ეგრისის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

11. შპს „ეკვანტ  ჯორჯიას“  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

12. შპს „დაიზენისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

13. შპს „ეარსისტემსთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე შპს „სელფი მობაილის“ განცხადების (შ-24-6/2455 23.05.2024) განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

14. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

15. შპს „მთავარი არხის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

16. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

17. შპს „ფორმულას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები