წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 293

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2024 16:08

მიღების თარიღი ივლისი 04, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა  კომისიის   2024 წლის   04 ივლისის  №26  სხდომაზე  წარმოდგენილი  დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დამტკიცდეს  კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის  04 ივლისის №26 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №26 სხდომის დღის წესრიგი

ქ.თბილისი 2024 წლის 04 ივლისი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს  „მედია  ჯგუფის“  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B168  ლიცენზიის  მოქმედების  ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.    შპს  „ინტერკონექტ  ვოიპ  სოლუშენსისთვის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.    შპს  „ინტერკონექტ  ვოიპ  სოლუშენსისთვის“ ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.    შპს „აისსელ ტელეკომისთვის“  საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.    საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  რადიოსიხშირეების  მინიჭების  შესახებ  (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

7.    რადიოსამაუწყებლო  პრიორიტეტების  დამტკიცების   შესახებ  (მომს.  თინათინ  ჭაჭუკაშვილი  - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

8.    შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. საბა ბაქრაძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი)

9.    შპს   „ჯიემთივის“   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   შესაძლო   დარღვევის   საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები