საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2024 15:36
მიღების თარიღი ივლისი 18, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 18 ივლისის №28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 18 ივლისის №28 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ილიონის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 18 ივლისის №28 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №28 სხდომის დღის წესრიგი
ქ.თბილისი 2024 წლის 18 ივლისი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლიკო ვოტ - ადმინისტრაცია);
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. რომან ქურდაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
3. შპს „ჭყონია და კომპანიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
4. ინდ. მეწარმე რომან ტონიასთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5. შპს „დეტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
6. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
7. შპს „ილიონის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 მარტის №გ-24-19/153 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. გიორგი წიკლაური - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).
